"Wyscout"-ის პრეზენტაცია ქართველი მწვრთნელებისთვის

AutoSharing Option
"მიხეილ მესხის" სტადიონის საკონფერენციო დარბაზში ქართველი მწვრთნელებისთვის საგანგებო პრეზენტაცია გამართა მსოფლიოს საფეხბურთო წრეებში კარგად ცნობილმა კომპანიამ - Wyscout-მა.

კომპანია Wyscout ავტორია საფეხბურთო-ანალიტიკური კომპიუტერული პროგრამისა, რომლითაც სარგებლობს მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო კლუბებისა და ფეხბურთის ფედერაციების თითქმის 80 პროცენტი.

პრეზენტაციას უშუალოდ უძღვებოდნენ კომპანიის წარმომადგენლები, ხოლო დამსწრე საზოგადოებას წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები; ასევე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების მწვრთნელები და კლუბების სხვა წარმომადგენლები.

Wyscout-ის პროგრამამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია და ეს ლოგიკურიცაა, ვინაიდან პროგრამა მოიცავს უამრავ მნიშვნელოვან დეტალს ამა თუ
იმ კლუბისა და ფეხბურთელის შესახებ.

ამასთან, საინფორმაციო თუ ანალიტიკური თვალსაზრისით, მწვრთნელებისა და სკაუტებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ კუთხით მუშაობას გააგრძელებს, რომ დაინტერესების შემთხვევაში, ქართულმა კლუბებმა და მწვრთნელებმა შეძლონ პროგრამით სარგებლობა.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული