"ვისოლი ჯგუფი": ქუთაისის "ტორპედო" კანონიერად შევიძინეთ!

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილმა მეპატრონემ, გია ხურციძემ "ლელოსთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბის დასაბრუნებლად სასამართლო პროცესის დაწყებას აპირებდა (იხილეთ ვრცლად).

რამდენიმედღიანი დუმილი დაარღვია კლუბის ამჟამინდელმა მეპატრონემ - კომპანია "ვისოლი ჯგუფმა".

განცხადებაში ვკითხულობთ:
"ქუთაისის "ტორპედოს" შესახებ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე გვინდა განვმარტოთ, რომ "ვისოლი ჯგუფმა" აბსოლუტურად სამართლიანად და კანონის დაცვით შეიძინა "ტორპედო ქუთაისი" და მრავალმილიონიანი ინვესტიცია განახორციელა ამ ლეგენდარული კლუბის ასაღორძინებლად.

ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, კლუბის შეძენასთან დაკავშირებით საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ".

შეგახსენებთ, რომ 2005-2006 წლებში ქუთაისის "ტორპედოს" კლუბის მეპატრონე გია
ხურციძე
გახლდათ, რომელმაც "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდი 2005 წელს ყოფილი მეპატრონისგან, ზურაბ ხინიკაძისგან გადაიფორმა, რადგან ის "ტორპედოს" ლიკვიდაციას აპირებდა, ქუთაისის მერიამ კი ახალი კლუბის დაფუძნებაზე უარი უთხრა: მას "ტორპედოს" 60 პროცენტი ეკუთვნოდა, 40 პროცენტი კი - თურქ ბიზნესმენს, რომელიც შემდეგ "სამი ტუზის" მეპატრონემ გადაიბარა.

ხურციძის თქმით, 2005/2006 წლებში "ტორპედოში" 700 ათას დოლარამდე დახარჯა. მაგრამ ამბობს, რომ 2006 წელს გუნდი სახელმწიფო ჩინოვნიკებმა ზეწოლის შედეგად დაათმობინეს.

ხურციძემ ადვოკატებთან კონსულტაციები გაიარა და სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს, მაგრამ საქმის გართულების თავიდან ასაცილებლად, ახალ მეპატრონესთან დალაპარაკება სურდა.

მერე იყო ხურციძის რამდენიმე სატელევიზიო ინტერვიუ და როგორც ჩანს, მოლაპარაკება არ გამოვა - ლოგიკურად, "ვისოლი ჯგუფის" ზემოთ მოყვანილი განცხადება ამაზე უნდა მიუთითებდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხო, მიდით, როგორმე დააქციეთ ძლივს აღმშენებლობის გზაზე მდგარი ქუთაისური და ქართული ფეხბურთი. მთავარია, მიღებული გუნდის გაყიდვით თქვენი სალაფავის ფული იშოვოთ და მუცელი ამოიყოროთ!!!
იმედია ასეთებს არ აპარპაშებენ საქართველოში...
გივი
15:32 09-11-2012
0
სირცხვილი და ნამუსი აღარ გაქვს მანათა?რა ფული დახარჯე ავტობუსზე შენ თვითონ იჯექი საჭესთან ბენზინის ფული არ გქონდა.
tuga
13:47 09-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული