მერაბ ჟორდანია, ნოდარ ახალკაცი, გიორგი ნემსაძე - სფფ-ის საპატიო პრეზიდენტები?

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის ბოლო შეკრებაზე, ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის წოდების შემოღების საკითხი განიხილეს.

მხოლოდ ზოგადად ითქვა, რომ ეს ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა და მსგავსი პოსტი ფიფასა და უეფაშიც შემოიღეს.

"საპატიო პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ფეხბურთის განვითარებაში.

საპატიო პრეზიდენტს საშუალება ექნება, ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, ჩვენი ქვეყანა წარმოადგინოს ფიფასა და უეფაში.

ასევე, დაესწროს აღმასკომის სხდომებს, ყრილობებს", - ვკითხულობთ ფედერაციის გავრცელებულ პრეს-რელიზში.

ჩვენთვის ცნობილი გახ
და, რომ სფფ-ს საპატიო პრეზიდენტის პოსტი შესთავაზეს ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტებს მერაბ ჟორდანიასა და უმცროს ნოდარ ახალკაცს, აგრეთვე გიორგი ნემსაძეს. მათ ექნებათ უფლებამოსილება, წარმოადგინონ სფფ და მისი სახელით აწარმოონ მოლაპარაკება.

ამას გარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის ტიტული გარდაცვალების შემდეგ მიენიჭება უფროს ნოდარ ახალკაცს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
აუ ეს კაცი გაიტანეთ რააააააააა. ეტყობა კიდევ დარჩა ქართულ ფეხბურთში მოსაპარი
eeeeeh
11:05 12-06-2013
0
სულ დაკარგეთ სინდის ნამუსი,ჩვენ არაფერი გვეშველება.როგორ შეიძლება დიდი ახალკაცის გვერძე ამ არაკაცების დაყენება
vep1963
18:00 10-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული