ლიტვის ნაკრების თავკაცი სომხეთთან მატჩში ქართველთა მსაჯობამ აღაშფოთა

AutoSharing Option
ლიტვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჩობო ლასლო სომხეთის ეროვნულ გუნდთან მატჩში ქართველი არბიტრების მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს სომხეთის ნაკრებმა მეტოქე საკუთარ კედლებში ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩს ქართველ მსაჯთა ბრიგადა, ლაშა სილაგავას ხელმძღვანელობით სჯიდა.

"ასეთი ფანტასტიკური მსაჯობა დიდი ხანია, არ მინახავს. სომხეთის ნაკრები ძლიერი გუნდია და გამარჯვებისთვის არბიტრის დახმარება არ სჭირდება", - თქვა ლასლომ.

Sportall.Geუნგრელი სპეციალისტის თქმით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ის მსაჯთან მივიდა და ჰკითხა, რატომ ჩათვალა გოლი ლამის 10-მეტრიანი თამაშგარე მდგომარეობიდან, რაზეც თითქოს სილაგავამ ორაზროვნად უპასუხა, რომ
"10-მეტრიანიდან კი არა, 7-მეტრიანიდან".

ლიტვის ნაკრების თავკაცის აზრით, ნორმალური მსაჯობის პირობებში მატჩი 2:2 უნდა დასრულებულიყო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამათმა ხო ყველგან თავი უნდა მოგვჭრან შინაც და გარეთაც
green
17:03 15-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული