ყველასათვის მოულოდნელი იყო, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ორგანიზატორებს წინააღმდეგობა რომ არ გაუწია. არადა, ზაფხულში, როდესაც ლიგის აღდგენა გადაწყვეტილი გვეგონა, ბევრმა სწორედ ზვიად სიჭინავას მიაწერა ჩანაფიქრის ჩაშლა.
ამ დროს სიჭინავამ "ლელოსთან" ეს ხმები უარყო, რაც მარტვილის "მერანის" პრეზიდენტმა ფრიდონ ინჯიამაც დაადასტურა და მომხდარის რეალური მიზეზი უკვე დაასახელა. სიჭინავას კი პროფლიგის აღდგენის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მეტიც, კლუბების ინიციატივა მოიწონა, რადგან ფედერაციას მასშტაბურ საფეხბურთო პროექტებზე გადართვის
როგორც შევიტყვეთ, სიჭინავა წლის ბოლომდე ორი სტადიონის მშენებლობის დასრულებას იმედოვნებს: ერთი მათგანი "მიხეილ მესხზე" სათადარიგო მოედნის დაგება და 5-ათასიანი ტრიბუნების მოწყობა იქნება.
მშენებლობის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. ტრიბუნები კი მოედანს სამი მხრიდან დაფარავს.
ეს სტადიონი ეროვნული ჩემპიონატის იმ კლუბებს მოემსახურება, რომელთაც სტადიონის პრობლემა ჰქონდათ და აქამდე ამ მიზნით ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასას" ან სხვა სტადიონს ქირაობდნენ - მაგალითად, "გაგრას", ცხინვალის "სპარტაკს" და ა.შ.
ამასობაში "მიხეილ მესხზე" ტრიბუნების ქვეშ მდებარე უქმად დარჩენილი საკმაოდ დიდი ტერიტორია აითვისეს და იქ უკვე ფეხბურთის ფედერაციის რამდენიმე განყოფილება განთავსდა. მალე კი "მიხეილ მესხის" ტრიბუნებსა და სათადარიგო სტადიონს შორის ახალი შენობა ჩაიდგმება, სადაც განთავსდება ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა ოფისები, საპატიო სტუმართა ვიპ-ლოჟა, 228-ადგილიანი პრეს-ლოჟა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"