"გაგრას" თავკაცი ზვიად ჯელაძე დისკვალიფიკაციას სრულად მოიხდის

AutoSharing Option
12 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო სამსახურმა "გაგრას" ფეხბურთელი ლაშა კალანდაძე 6-მატჩიანი, ხოლო მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე 2-თამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

"არ გამოვრიცხავდით, რომ ზვიად ჯელაძის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება გაგვესაჩივრებინა, ვინაიდან ვიცოდით და ახლაც დარწმუნებულნ
ი ვართ, რომ მას მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

მაგრამ სფფ-ი
ს სადისციპლინო კოდექსი ამის საშუალებას არ გვაძლევს, რადგან 82-ე მუხლის მიხედვით, არის გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შეიძლება გასაჩივრდეს.

სააპელაციო კომიტეტში საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამოტანილი სანქცია არის:
1 - დისკვალიფიკაცია 4 მატჩზე ნაკლები ოდენობით ან 1 თვემდე, და 2 - კლუბისათვის 4 000 ლარამდე ჯარიმა, ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარამდე ჯარიმა.

შესაბამისად, ზვიად ჯელაძე ვერც მომავალ ტურში შეძლებს გუნდის სათადარიგოთა სკამიდან ხელმძღვანელობას",
- წერია "გაგრას" ხელმძღვანელობის განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"გაგრა" დასაბუთებას ითხოვს: ჯელაძემ შეურაცხყო მეტოქე თუ ლაინსმენმა ფეხბურთელი?
გურია-გაგრა 0:0 - ჯერემ ვერ მოუგო და ჯერემიამ ვერ მოაგებინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული