თაობები, რომლებიც საქართველომ ვერ დააფასა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა 13 სექტემბერს თბილისში, "დინამო არენაზე" უნდა გამართულიყო და "მილანი" მზად იყო, ჩამოსულიყო და ყოფილი ვიცე-კაპიტნის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში მონაწილეობა მიეღო.

მაშინ ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ ახლა ეს სავსებით რეალურია. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ მატჩს წინ ვეღარაფერი დაუდგება.

მაგრამ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა და ცხადია, გადატვირთული გრაფიკის გამო ჯერ ამ საკითხისთვის ვერ მოიცალა.

Sportall.Geმაგრამ მატჩის გამართვა გადაწყვეტილია. კახა კალაძის მეგობრების ნაკრები "მილანის" ვეტერანებს მაინც შეხვდება - იტალიელები
მზად არიან, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში მონაწილეობისათვის გაზაფხულზე გვესტუმრონ.

"გამოსამშვიდობებელი მატჩის გამართვა ახლაც გვინდოდა, მაგრამ ცივი ამინდების გამო გაზაფხულზე გადატანა გადავწყვიტეთ - დათბება და აუცილებლად შედგება, ამის პირობას ვაძლევ ყველა ქართველ გულშემატკივარს",
- განაცხადა კალაძემ.

შევიტყვეთ, რომ შეხვედრა 2013 წლის აპრილში "დინამო-არენაზე" გაიმართება და სავარაუდოდ, გიორგი დემეტრაძეც ითამაშებს.

* * *
აქვე უნდა ვთქვათ: საქართველოში ფეხბურთელების გაცილების ცერემონიალს ისეთ ყურადღებას ვერ ვაქცევთ, როგორც ეს ნორმალურ ქვეყანას შეეფერება და საინტერესოა, ასეთი შეხვედრების ჩატარებას წინ რა უდგას?

ფეხბურთელებში დღემდე ანეკდოტად დადის 1981 წლის ლეგენდარული დინამოელების გაცილების ამბავი: საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის კალენდარული მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ორი "პლაშჩი" აჩუქეს და კარგად იყავითო.

ეს არ არის იმ ადამიანების დაფასება, ვინც საქართველოს სახელი გაუთქვა. ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომელთაც საქართველოსთვის სიხარული მიუნიჭებია.

Sportall.Geმაგალითად, მალხაზ ასათიანი, რომელმაც კარიერა ნაადრევად დაასრულა. ქუთაისის "ტორპედოში", მოსკოვის "ლოკომოტივსა" და საქართველოს ნაკრებში მისი შეხვედრები ყველას დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა და ფეხბურთიდან ლამაზად გაცილებას იმსახურებს.

Sportall.Geიგივეს ვიტყვით ზაზა ჯანაშიაზე, რომელიც საქართველომ ძალიან დაჩაგრა და ვერ გამოიყენა. და თუ რეჟიმის დამრღვევი იყო, მოსკოვის "ლოკომოტივში" იური სიომინმა მშვენივრად გამოიყენა და რუსული მედია დღემდე სიყვარულით ახსენებს - ჩვენ რა დაგვიშავა?

Sportall.Geგიორგი დემეტრაძე სამი ქვეყნის ბომბარდირი იყო - საქართველოს (1996/97), რუსეთისა (1999) და უკრაინის (2003/04). პირველი ქართველია, ვინც პრიმერადივიზიონში ("რეალ სოსიედადში") ითამაშა.

თუმცა ბევრად მეტი მონდომებით საქართველოს ნაკრებში გამოირჩეოდა.

მიხეილ ფოცხვერია ცალკე თემაა - ნოვოსიბირსკში დაბადებულმა ბიჭმა საქართველოში მხოლოდ ბავშვობაში, ისიც ორი წელი იცხოვრა. ლუგანსკში გაიზარდა და თამაშიც იქ დაიწყო. საქართველოსთან მხოლოდ სისხლი აკავშირებდა, ქართულიც არ იცოდა, მაგრამ ეს სისხლი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
Sportall.Ge
დონეცკის "შახტარის" ძირითადი შემადგენლობის თავდამსხმელმა უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებზე უარი თქვა, ვლადიმერ გუცაევის მიწვევას დათანხმდა და საქართველოს სახელით ითამაშა.

1997 წლის 11 ოქტომბერს დიდი წილი დაიდო რუსთავში იმ იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ძლევაში (2:0), სადაც ბუფონი, ამბროზინი, კოკო, ფიორე, ლუკარელი და სხვა მომავალი ვარსკვლავები თამაშობდნენ.

ბრემენის "ვერდერში" დუბლებში ნათამაშებ ფეხბურთელს, რომელიც მაშინ უკრაინის ჩემპიონატის ბომბარდირებში იყო, კარიერა რინატ ახმეტოვმა სწორედ ამის შემდეგ დაუნგრია. დონბასური კლუბის მეპატრონემ ის ვერც დარწმუნებით და ვერც დაშინებით უკრაინის სახელით თამაშზე ვერ დაითანხმა და "შახტარის" დუბლებში დააქვეითა. ამას ტრავმებიც დაერთო და კარიერა 27 წლისამ დაასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურა სულ ოთხჯერ მოირგო.

მერე თქვა, უკრაინის ნაკრები საქართველოზე პერსპექტიული იყო, მაგრამ ჩემი სამშობლოს სახელით უნდა მეთამაშაო. ასეთ ადამიანს არათუ გაცილების მატჩი, ძეგლი ეკუთვნის, რადგან უანგარო ადამიანი დასაფასებელია.

დღეს ფოცხვერია დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" მომავალ თაობებს უზრდის და დიდად არ ულხინს.

Sportall.Geკიდევ რამდენი ჩამოვთვალოთ? დავით გვარამაძე, მამუკა წერეთელი, ლევან სილაგაძე, გიორგი კიკნაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით მუჯირი, მიხეილ აშვეთია და კიდევ მრავალი იმ თაობიდან, ვინც საქართველოს სიხარული მიანიჭა, როდესაც 1998 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, მერე კი ეროვნულ გუნდშიც ითამაშეს.

ეს ბოლო თაობაა, რომელიც ფეხბურთიდან წავიდა, თორემ არა ნაკლები პატივი ეკუთვნის კახა ცხადაძის თაობას, რომლებმაც დიდი ხანია, რაც კარიერა დაასრულეს: ნიკა ჩხეიძე, აკაკი დევაძე, ირაკლი ზოიძე, ნიკა ტოგონიძე, სოსო გრიშიკაშვილი, დავით ყიზილაშვილი, ზაზა რევიშვილი, ნუგზარ ლობჟანიძე, მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, გოჩა ჯამარაული, გიორგი ნემსაძე, გიორგი ქინქლაძე, კახა გოგიჩაიშვილი, გიორგი გახოკიძე, გოჩა გოგრიჭიანი, გელა ინალიშვილი, თემურ ქეცბაია, ძმები არველაძეები, გია გურული, მიხეილ ყაველაშვილი, მიხეილ ჯიშკარიანი თამაშობდნენ გუნდში, რომელმაც სანაკრებო ისტორიაში პირველი ფურცლები ჩაწერეს და მისი არსებობის განმავლობაში შესარჩევ ციკლში ორჯერ 3 ადგილი დაიკავა.

ამ ყველაფერზე უნდა ფიქრობდნენ არა თავად მოთამაშეები, არამედ ფეხბურთის ფედერაცია - არველაძეებს ჰქონდათ გაცილების მატჩის ჩატარების სახსრები. იგივე კალაძეც საკუთარი ფულით აკეთებს. ბევრი ფეხბურთელი კარიერის დასრულების შემდეგ ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და 30 კაცის ჩამოყვანა როგორ უნდა უზრუნველყონ?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
პატარაქვეყანაა საქარტველო, მაგრამ დიდი სიხარული განა გვაწყენდა? დავაფასოტ ფეხბურტელები, მაგრამ მატაც გაიგონ ყველაფერი საქარტველოსტვის! საყვედური ყველას არ ეხება,გმერტმა დაგვიპაროს!
araqartveli
17:10 22-05-2013
0
აქ მილანზე იყო საუბარი, რატომ არ მოუწყო გაცილებაო, ჯერ ერთი ის მილანია, იტალიაა და ჩვენ კიდე ქართველები ვართ, და სხვა კულტურა გვაქვს, მილანის დედაც ,,,,,, მილანმა გულიტს, ვან ბასტენს, რიკაარდს არ მოუწყო გაცილება და აბა კალაძეს მოუწყობდა ?,,,,,,,,კარგად მახსოვს სულაქველიძე და შენგელია დინამოს სარბენ ბილიკებზე გაცილების დროს, ორივეს მოთეთრო-მოკრემისფრო პლაში ეცვათ, დასავლეთ ტრიბუნასთან, ფეხბურთელების ამოსასვლელი გვირაბის წინ იდგნენ და ასე გამოაცხადა დიქტორმა სტადიონზე, თამაშს თავს ანებებენო, ნუ ტაში იყო რა თქმა უნდა, ეს იყო და ეს, და ასეთი დიდი ფეხბურთელები ასე გაცილებას ნამდვილად არ იმსახურებდნენ, ვიღაც ფრანკ დე ბურს ( ვიმეორებ ვიღაც ) უწყობენ გაცილებას აიაქსის სავსე სტადიონზე და ჩვენ კიდე ? ,,,,,,,,,,,,, ორივე 100 თავით მაღლა იდგა, ვიდრე ეგ ვიღაც ფრანკ დე ბური ( მაგალითად )
anri
23:16 06-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული