მართალია, ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გურულმა როდესაც "ლელოსთან", სხვა ხელისშემშლელ პრობლემებთან ერთად, საკუთარი სტადიონის არქონაც დაასახელა - "დინამო" მეტოქეებს ქობულეთის სტადიონზე მასპინძლობს.
ბათუმი და ქობულეთი ვინ გაყო, მაგრამ საკუთარ ქალაქში გუნდს გაცილებით მეტი მაყურებელი რომ ეყოლება, ეს ცხადია.
სამწუხაროა, ბათუმში ახალი სტადიონის წამოჭიმვა ლამის სურამის ციხის მშენებლობასავით რომ გაიწელა და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საფეხბურთო რეგიონი შესაბამისი არენის გარეშეა დარჩენილი.
2006 წელს კი არენა მთლიანად დაანგრიეს და მის ხარჯზე ბულვარი დააგრძელეს, მაგრამ ისე, რომ სანაცვლოდ კლუბს არათუ არაფერი მიუღია, მალე "დინამო" სავარჯიშო მოედნის (ე.წ. ბე-ენ-ზეს სტადიონი) გარეშე დარჩა, აჭარის გუნდები კი ანგისას, ადელისა და ქობულეთის სტადიონების ამარა, რომლებიც ლიცენზირების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ.
ფაქტობრივად, ბათუმის "დინამო" გაიწირა - უსტადიონო გუნდი არც უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და არც ინვესტორს აინტერესებდა. ეს საკითხი გუნდის უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგაც ვერ მოგვარდა.
უამრავი დაპირების მიუხედავად, 2006 წლიდან ბათუმის სტადიონის მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა.
ფუჭი გამოდგა ლაპარაკი ჰოლანდიელების თუ ყველა სხვათა პროექტებზე, ისევე, როგორც დაპირება ანგისასა და ბათუმში სტადიონისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე - პროექტი ჯერ ღირებულების გამო (40 მილიონი დოლარი) დაიწუნეს, მერე კი იაფიანი მოიწონეს და არ ააშენეს.
ამ საკითხზე მნიშვნელოვანი სიახლე გაგვანდო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.
"სიმართლე გითხრათ, ბათუმის სტადიონის თემა იყო ერთ-ერთი პირველი, რომლითაც მინისტრის პოსტზე დამტკიცების შემდეგ დავინტერესდი.
ქართული ფეხბურთისთვის აჭარაში ინფრასტრუქტურის აშენება და რეგიონის პოტენციალის ათვისება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. იქ კი უდავოდ დიდი რესურსია. ამაზე ფაქტები მეტყველებს: აჭარაში ძალიან ბევრი ცნობილი ფეხბურთელი გაიზარდა, მათ შორის, რევაზ ჩელებაძე, ვახტანგ ქორიძე, მალხაზ მახარაძე, გელა შეყილაძე, შალვა აფხაზავა, ჯანო ანანიძე.
საცოდაობაა, ბათუმი სტადიონის გარეშე რომ დარჩა.
სიახლე კი ისაა, რომ მცირე ხნის წინ საქართველოში ჩამოვიდნენ ესპანური სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და ჩემთან შეხვედრა ითხოვეს. როგორც მითხრეს, მათი კომპანია მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ეკუთვნის. ამ კომპანიამ შეადგინა ბათუმის სტადიონის პროექტი, რომელიც მაჩვენეს და ძალიან მომეწონა.
ლაპარაკია 30-ათასიანი ულტრათანამედროვე სტადიონის მშენებლობაზე თავისი სათადარიგო მოედნით, სპორტული კომპლექსითა და დიდი დასასვენებელი პარკით.
ეს არის კერძო შემოთავაზება, ესპანელებს დავაკვალიანებ და დავაკავშირებ იმ ხალხს, ვის კომპეტენციაშიც შედის სტადიონის მშენებლობის და მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, მაგრამ ბათუმში სტადიონი რომ უნდა აშენდეს და ის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული უნდა იყოს, ამაზე ორი აზრი არ არის", - ამბობს ყიფიანი.
"ვიკიპედიაში" ფლორენტინო პერესის ბიოგრაფიაში მართლაც წერია: მადრიდული გრანდის ხელმძღვანელი 1991 წელს ფრანგული სამშენებლო კომპანია AES-ის ადმინისტრაციული საბჭოს წევრი გახდა, 1993 წლიდან სამშენებლო კომპანია ОСР-ის პრეზიდენტია, 1997 წლიდან კი სათავეში ჩაუდგა სამშენებლო კომპანია ACS-ს.
პერესი "რეალის" თავკაცი 2000 წელს გახდა, 2004 წელს "სამეფო კლუბის" არჩევნებში ხელმეორედ გაიმარჯვა, 2009 წელს კი ისე გაიმარჯვა, კონკურენტი არ ჰყოლია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ტურის მწვრთნელი გია გურული: ამას ასე არ დავტოვებ!
2 ათასი კაცი არ დადის თამაშზე და ეს ამხელა სტადიონი რად გინდათ?