ფეხბურთელი აქამდე ზუგდიდურ გუნდში ირიცხებოდა და უმაღლეს ლიგაში დებიუტი 2010-11 წლების სეზონში 16 წლის ასაკში ჰქონდა, თუმცა მაშინდელ "ბაიაში" ძალზედ იშვიათად ეძლეოდა თავის გამოჩენის შანსი.
ახვლედიანი 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. აღნიშნულ სანაკრებო გუნდში ასპარეზობისას მან ჩვენი ქვეყნის დიდ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა - ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშეს და რომ არა მსაჯის შეცდომა, ფინალში გასვლაც შეეძლოთ.
სულ ნიკამ 17-წლამდელებთან ერთად 8 მატჩი გამართა და 2 გოლიც გაიტანა.
ამჟამად ნახევარმცველი 19-წლამდელთა ნაკრების წევრია, თუმცა ჯერჯერობით მას ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ყაზახეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ("პრეზიდენტის თასი"), სადაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებიც მონაწილეობდა, საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
აღსანიშნავია, რომ "ტორპედოს" ახალწვეული ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, ბადრი ახვლედიანის შვილია, რომელიც საკლუბო დონეზე მხოლოდ ქუთაისის "ტორპედოში" რამდენიმე სეზონის განმავლობაში თამაშობდა. მას ოფიციალურ მატჩებში ეროვნული ნაკრების მაისურიც აქვს მორგებული.
fctorpedo.ge