კახა კალაძე: კარგი იქნება, თუ სფფ-ში პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება

AutoSharing Option
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ უეფას ვიცე-პრეზიდენტთან, გრიგორი სურკისთან შეხვედრამდე ფეხბურთის ფედერაციაში მთავრობის ჩარევის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა.

კალაძის თქმით, დაუშვებელია, რომ მთავრობა ფედერაციის საქმიანობაში ერეოდეს.

"ეს მართლაც ასე უნდა იყოს, რაც არ ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს. ის პირდაპირ ნიშნავდა სპორტის სხვადასხვა ფედერაციის ხელმძღვანელებს და ასეთი შემთხვევა გვაქვს ჩვენ ფეხბურთის ფედერაციაშიც", - აღნიშნა კალაძემ.

გარდა ამისა, მინისტრმა ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების თემაზეც ისაუბრა.

"მე ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, თუ ფეხბურთის ფედერაციაში ჩატარდება არჩევნები და ბატონ ზვიადსაც მიეცემა საშუალება, რომ ხელმეორედ
იყაროს კენჭი, რაც ჩემი მხრიდან მისასალმებელია",
- თქვა  კალაძემ.

კალაძის გარდა, სურკისი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლევან ყიფიანს ხვდება.

ასევე იხილეთ:
გრიგორი სურკისი: იმედია, მთავრობა ფედერაციის საქმიანობაში არ ჩაერევა
მკითხველის კომენტარები / 8 /
შენ ენერგეტიკას მიხედე ბლ
0
ასი პროცენტით ვიზიარებ კალაძის აზრს
aleqsande
12:23 04-12-2012
0

სიახლეები პოპულარული