გრიგორი სურ­კი­სის ვი­ზი­ტი საქართველოში - აჟი­ო­ტა­ჟი და რე­ა­ლო­ბა

AutoSharing Option
3 დეკემბერს თბი­ლის­ში უკ­რა­ი­ნის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და უეფას აღ­მას­კო­მის წევ­რი გრი­გო­რი სურ­კი­სი გვეს­ტუმ­რა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრესსამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რ­ცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ხაზ­გას­მუ­ლი იყო, რომ სურ­კისს ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი საქ­მი­ა­ნი და პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აკავ­ში­რებ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­თან, ვი­ზი­ტის მი­ზა­ნი კი სა­ხელ­მ­წი­ფოსგან გა­რან­ტი­ე­ბის მი­ღე­ბა იყო:

1 - თბი­ლის­ში 2015 წელს სუ­პერ­თა­სის მატ­ჩ­თან და­კავ­ში­რე­ბით უეფას აღ­მას­კო­მის წევ­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ეტა­პე­ბის და­გეგ­მ­ვა­სა და არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა­საც აპი­რებ­და. სურ­კი­სი მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც უნ­და შეხ­ვე­დ­რო­და იმაში დასარ­წ­მუ­ნე­ბ­ლად, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­ნა მთავ­რო­ბის­გან გა­ცე­მუ­ლი გა­რან­ტი­ე­ბი ახ­ლაც ძა­ლა­ში რჩე­ბო­და.

2 -
ოქ­ტომ­ბერ­ში ფუტ­სალ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი თბი­ლი­სის "იბე­რია სტა­რი" უეფას თა­სის ფი­ნა­ლუ­რ ეტაპ­ზე, ანუ ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო კლუ­ბე­ბის ოთხ­თა ფი­ნალ­ში გა­ვი­და და კლუბ­მა მას­პინ­ძ­ლო­ბის­თ­ვის ბრძო­ლა გა­დაწყ­ვი­ტა. სურ­კი­სი ამ ტურ­ნი­რის ორ­გა­ნი­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბის გარ­კ­ვე­ვა­საც აპი­რებს.


* * *
მოკ­ლედ, სურ­კი­სი სამ­თავ­რო­ბო წრე­ებ­თან შეხ­ვედ­რა­სა და გა­რან­ტი­ე­ბის მი­ღე­ბას აპი­რებ­და. 3 დეკემბერს კი აერო­პორ­ტ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვა და გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძე დახ­ვ­დ­ნენ.

VideoSportall.Ge
უეფას აღმასკომის წევრის ჩამოსვლა თბილისში


თავ­და­პირ­ვე­ლად სურ­კი­სი ფე­დე­რა­ცი­ის და­ქი­რა­ვე­ბულ მან­ქა­ნა­ში ჯდე­ბო­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ კა­ხა კა­ლა­ძის გა­მოგ­ზავ­ნილ­ში გა­დაჯ­და, მე­რე "თბი­ლი­სი მე­რი­ოტ­ში" კა­ლა­ძე­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­დ­რო­ბის საქ­მე­თა მი­ნისტრს ლე­ვან ყი­ფი­ანს პროგ­რა­მა "ჰეთ-თრი­ქის" მე­ნე­ჯერ­თან, და­ვით პეტ­რი­აშ­ვილ­თან ერ­თად შეხ­ვ­და - ამ დროს ფე­დე­რა­ცი­ის თავ­კა­ცე­ბი იქ არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

თუმ­ცა ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძემ გა­ნაცხა­და, რომ წი­ნას­წარ შედ­გე­ნილ გეგ­მა­ში მა­თი ერ­თად შეხ­ვედ­რა არც იგეგ­მე­ბო­და, მაგ­რამ "მან­ქა­ნე­ბის" და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა თე­მებ­მა შეხ­ვედ­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ლა­მის გა­და­ფა­რა.

ვი­თა­რე­ბა მხო­ლოდ მას შემ­დეგ დაწყ­ნარ­და, რო­დე­საც სურ­კი­სი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შეხ­ვ­და და გა­ნაცხა­და, რომ ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­თან შეხ­ვედ­რა ნე­ბის­მერ დროს შე­უძ­ლია და ამ­ჯე­რად სხვა გა­რან­ტი­ე­ბი სჭირ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან უნ­და მი­ე­ღო.

ანუ ით­ქ­ვა ის, რაც ფე­დე­რა­ცი­ის პრესრე­ლიზ­ში წი­ნას­წარ ეწე­რა, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნე­ლი სტუმ­რის ჩა­მოს­ვ­ლი­სას მომ­ხ­დარ­მა მა­ინც გა­უ­გებ­რო­ბა გა­მო­იწ­ვია.

თუმ­ცა ეს ხე­ლოვ­ნუ­რად ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს უფ­რო ჰგავ­და.

* * *
სურ­კის­მა აღ­ნიშ­ნა, რომ 2015 წელს ევ­რო­პის სუ­პერ­თა­სის მას­პინ­ძ­ლო­ბის პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ივა­ნიშ­ვილ­მა სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა აღუთ­ქ­ვა.

გა­საკ­ვი­რი არც არის - ახა­ლი მთავ­რო­ბა ფეხ­ბურ­თის უფ­რო აქ­ტი­ურ დახ­მა­რე­ბას გეგ­მავს. მაგ­რამ უკ­რა­ი­ნელ­მა სტუ­მარ­მა არ და­მა­ლა, რომ თბი­ლის­ში ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მხრივ ძა­ლი­ან ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

სურ­კის­მა სა­არ­ჩევ­ნო სა­კითხ­ზე უეფას პო­ზი­ცი­ა­ზე მი­ა­ნიშ­ნა:

"იმე­დია, მთავ­რო­ბა ფე­დე­რა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ ჩა­ე­რე­ვა, ვი­ნა­ი­დან ფი­ფა-სა და უეფა-ს წეს­დე­ბას ასე­თი ქმე­დე­ბე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა.

იქ­ნე­ბა ეს სა­ქარ­თ­ვე­ლო, უკ­რა­ი­ნა თუ ინ­გ­ლი­სი, უეფა ვალ­დე­ბუ­ლია, ამ ქვეყ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ სან­ქ­ცი­ე­ბი გა­ა­ტა­როს.

იმე­დია, ვი­თა­რე­ბა არ და­ი­ძა­ბე­ბა და მთავ­რო­ბა ფე­დე­რა­ცი­ას­თან სა­ერ­თო ენას გა­მო­ნა­ხავს".


* * *
Sportall.Geმე­რე უეფას აღ­მას­კო­მის წევ­რი თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" დიღ­მის ბა­ზას ეს­ტუმ­რა, სა­დაც კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტ­მა რო­მან ფი­ფი­ამ უმას­პინ­ძ­ლა და სტუ­მარ­მა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ბა­ზით აღ­ტა­ცე­ბა არ და­მა­ლა.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვი­ზი­ტი კი აერო­პორ­ტ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ ზვი­ა­დი სი­ჭი­ნა­ვას­თან და გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან რე­ვაზ არ­ვე­ლა­ძეს­თან შეხ­ვედ­რით და­ას­რუ­ლა.

* * *
სურ­კი­სის გამ­გ­ზავ­რე­ბის შემ­დეგ სი­ჭი­ნა­ვამ გა­ნაცხა­და, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო მზად არის, 2015 წლის ევ­რო­პის სუ­პერ­თას­თან დაკავშირებით აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბულებე­ბი შე­ას­რუ­ლოს, რა­შიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სურ­კი­სი კი­დევ ერ­თხელ დარ­წ­მუნ­და.

მე­ტიც, გა­ირ­კ­ვა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რე­ბის შემ­დეგ 19-წლამ­დელ­თა ან 17-წლამ­დელ­თა ელიტ­რა­უნ­დის და შე­სარ­ჩე­ვი ტურ­ნი­რე­ბის მას­პინ­ძ­ლო­ბის სა­კითხიც და­ის­ვა. 6 დე­კემ­ბერს კი შე­ვიტყობთ, ფუტ­სალ­ში უეფას თა­სის ფი­ნა­ლურ ტურ­ნირს ვუ­მას­პინ­ძ­ლებთ თუ არა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული