საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმული იყო, რომ სურკისს ხანგრძლივი საქმიანი და პირადი ურთიერთობები აკავშირებდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან, ვიზიტის მიზანი კი სახელმწიფოსგან გარანტიების მიღება იყო:
1 - თბილისში 2015 წელს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით უეფას აღმასკომის წევრი მოსამზადებელი ეტაპების დაგეგმვასა და არსებული ვითარების შემოწმებასაც აპირებდა. სურკისი მთავრობის წარმომადგენლებსაც უნდა შეხვედროდა იმაში დასარწმუნებლად, რომ საქართველოს წინა მთავრობისგან გაცემული გარანტიები ახლაც ძალაში რჩებოდა.
2 -
* * *
მოკლედ, სურკისი სამთავრობო წრეებთან შეხვედრასა და გარანტიების მიღებას აპირებდა. 3 დეკემბერს კი აეროპორტში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე დახვდნენ.
Video
უეფას აღმასკომის წევრის ჩამოსვლა თბილისში
უეფას აღმასკომის წევრის ჩამოსვლა თბილისში
თავდაპირველად სურკისი ფედერაციის დაქირავებულ მანქანაში ჯდებოდა, მაგრამ საბოლოოდ კახა კალაძის გამოგზავნილში გადაჯდა, მერე "თბილისი მერიოტში" კალაძესა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზდრობის საქმეთა მინისტრს ლევან ყიფიანს პროგრამა "ჰეთ-თრიქის" მენეჯერთან, დავით პეტრიაშვილთან ერთად შეხვდა - ამ დროს ფედერაციის თავკაცები იქ არ იმყოფებოდნენ.
თუმცა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ განაცხადა, რომ წინასწარ შედგენილ გეგმაში მათი ერთად შეხვედრა არც იგეგმებოდა, მაგრამ "მანქანების" და მასთან დაკავშირებულმა თემებმა შეხვედრების მნიშვნელობა ლამის გადაფარა.
ვითარება მხოლოდ მას შემდეგ დაწყნარდა, როდესაც სურკისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და განაცხადა, რომ ფედერაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრა ნებისმერ დროს შეუძლია და ამჯერად სხვა გარანტიები სჭირდებოდა, რომელიც სახელმწიფოსგან უნდა მიეღო.
ანუ ითქვა ის, რაც ფედერაციის პრესრელიზში წინასწარ ეწერა, მაგრამ უკრაინელი სტუმრის ჩამოსვლისას მომხდარმა მაინც გაუგებრობა გამოიწვია.
თუმცა ეს ხელოვნურად ატეხილ აჟიოტაჟს უფრო ჰგავდა.
* * *
სურკისმა აღნიშნა, რომ 2015 წელს ევროპის სუპერთასის მასპინძლობის პროექტის განსახორციელებლად ივანიშვილმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
გასაკვირი არც არის - ახალი მთავრობა ფეხბურთის უფრო აქტიურ დახმარებას გეგმავს. მაგრამ უკრაინელმა სტუმარმა არ დამალა, რომ თბილისში ინფრასტრუქტურის მხრივ ძალიან ბევრია გასაკეთებელი.
სურკისმა საარჩევნო საკითხზე უეფას პოზიციაზე მიანიშნა:
"იმედია, მთავრობა ფედერაციის საქმიანობაში არ ჩაერევა, ვინაიდან ფიფა-სა და უეფა-ს წესდებას ასეთი ქმედებები კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
იქნება ეს საქართველო, უკრაინა თუ ინგლისი, უეფა ვალდებულია, ამ ქვეყნების წინააღმდეგ სანქციები გაატაროს.
იმედია, ვითარება არ დაიძაბება და მთავრობა ფედერაციასთან საერთო ენას გამონახავს".
* * *
მერე უეფას აღმასკომის წევრი თბილისის "დინამოს" დიღმის ბაზას ესტუმრა, სადაც კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ უმასპინძლა და სტუმარმა განახლებული ბაზით აღტაცება არ დამალა.
საქართველოში ვიზიტი კი აეროპორტში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიადი სიჭინავასთან და გენერალურ მდივან რევაზ არველაძესთან შეხვედრით დაასრულა.
* * *
სურკისის გამგზავრების შემდეგ სიჭინავამ განაცხადა, რომ სახელმწიფო მზად არის, 2015 წლის ევროპის სუპერთასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს, რაშიც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ სურკისი კიდევ ერთხელ დარწმუნდა.
მეტიც, გაირკვა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ 19-წლამდელთა ან 17-წლამდელთა ელიტრაუნდის და შესარჩევი ტურნირების მასპინძლობის საკითხიც დაისვა. 6 დეკემბერს კი შევიტყობთ, ფუტსალში უეფას თასის ფინალურ ტურნირს ვუმასპინძლებთ თუ არა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"