გრი­გო­რი სურ­კი­სი: ბიძინა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან გა­რან­ტი­ე­ბი მი­ვი­ღე

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გრი­გო­რი სურ­კი­სის ერ­თ­დღი­ა­ნი ვი­ზი­ტი დას­რულ­და. უეფას აღ­მას­კო­მის წევ­რი და უკ­რა­ი­ნის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი დარ­წ­მუნ­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უეფას მი­ერ და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან კვლა­ვაც მხარ­და­ჭე­რი­ლი იქ­ნე­ბა და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ყვე­ლა­ფერს იღო­ნებს, რომ ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას თა­ვი ღირ­სე­უ­ლად გა­არ­თ­ვას.

გამ­გ­ზავ­რე­ბამ­დე უკ­რა­ი­ნელ­მა სტ­უ­­მარ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­მარ­თა.

ფე­დე­რა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, სურ­კის­მა უეფას გზავ­ნი­ლიც და­ტო­ვა, რაც მათ­თ­ვის და სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­როს­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია - განაგრძეთ მუ­შა­ო­ბა. ანუ, რომ "ვთარ­გ­მ­ნოთ", ფე­დე­რა­ცი­ის თავ­კა­ცე­ბი და­არ­წ­მუ­ნა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ ჩა­ე­რე­ვა და არ მოხ­ს­ნის.

გრი­გო­რი სურ­კის­მა კო­მენ­ტა­რი
ვი­ზი­ტის ბო­ლოს, აერო­პორ­ტ­ში გა­ა­კე­თა:

"2015 წლის სუ­პერ­თა­სის მას­პინ­ძ­ლო­ბა თქვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის მხო­ლოდ სპორ­ტუ­ლი კი არა, ძა­ლი­ან დი­დი სო­ცი­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა უნ­და იყოს. ღო­ნის­ძი­ე­ბის ღირ­სე­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გზავ­ნი­ლი იქ­ნე­ბა უეფას­თ­ვის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­უძ­ლია მსგავს მას­შ­ტა­ბებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა...

რა­ტომ არ წა­ვე­დი აერო­პორ­ტი­დან ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მან­ქა­ნით? ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს ნე­ბის­მი­ერ დროს ვხვდე­ბით, თით­ქ­მის ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­ტაქ­ტი გვაქვს და შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვი­ცით, რას აკე­თე­ბენ და რო­გორ მუ­შა­ო­ბენ. აქ თქვენ მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის გა­საც­ნო­ბად და მათ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­სა­მარ­თავა
დ ჩა­მო­ვე­დი.

მე მკვ
ეთ­რად გან­საზღ­ვ­რუ­ლი მი­სია მქონ­და - თქვენს ქვე­ყა­ნა­ში მომ­ხ­და­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, ჩვენ მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე გა­რან­ტი­ე­ბი მი­მე­ღო, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა მომ­ცა.

მთავ­რო­ბის სა­თა­ვე­ში ცო­ტა ხნის წინ მო­სუ­ლი ეს ადა­მი­ა­ნი ქარ­თ­ველ­მა ხალ­ხ­მა დი­დი მო­ლო­დი­ნი­თა და იმე­დით აირ­ჩია. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ მას­თან შეხ­ვედ­რით და გაც­ნო­ბით. და­ვი­ნა­ხე ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვის და­ნა­პი­რებს შე­ას­რუ­ლებს - უეფას სწო­რედ ამის გა­გე­ბა სურ­და.

თუ 6 დე­კემ­ბერს უეფა მი­ი­ღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რომ ფუტ­სა­ლის ოთხ­თა ფი­ნა­ლის მას­პინ­ძ­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ან­დოს, მჯე­რა, მთავ­რო­ბა
მხარს დაგვიჭერს, რაც თქვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა იქ­ნე­ბა".

ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი:

"ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ვი­ზი­ტი იყო. უეფამ ბა­ტო­ნი სურ­კი­სის ვი­ზი­ტი ასე­თი ფორ­მა­ტით იმი­ტომ და­გეგ­მა, რომ თა­ვად მი­ე­ღო გა­რან­ტი­ე­ბი და მი­ი­ღო კი­დეც. მათ შო­რის - იმ შემ­თხ­ვე­ვი­სათ­ვის, თუ 6 დე­კემ­ბერს ფუტ­სა­ლის ოთხ­თა ფი­ნა­ლის მას­პინ­ძ­ლო­ბის უფ­ლე­ბას თბი­ლისს მის­ცე­მენ.

ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ და­ა­დას­ტუ­რა ფე­დე­რა­ცი­ის თა­ნად­გო­მა და ისიც, რომ ჩვენ შო­რის არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს. ახ­ლა უნ­და და­ვე­ლო­დოთ შანსს, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ დი­დია...

მო­ლა­პა­რა­კე­ბებს უშუ­ა­ლოდ არ დავ­ს­წ­რე­ბი­ვართ, რად­გან უეფამ თა­ვად მო­ითხო­ვა შეხ­ვედ­რე­ბის ასე­თი ფორ­მა­ტით გა­მარ­თ­ვა, მაგ­რამ მე ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

უეფას სულ ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ მარ­თა­ლია, ქვე­ყა­ნა­ში მთავ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბი­სა და და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა. თუმ­ცა, მათ თა­ვად სურ­დათ დარ­წ­მუ­ნე­ბა და მი­ხა­რია, რომ ახ­ლა უეფა სრულ და ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს. ბა­ტონი სურ­კი­სის გარ­და, ამას ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტ­როც და­გი­დას­ტუ­რებთ.

მთა­ვა­რია, მუ­შა­ო­ბა სრუ­ლი სვლით გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ, ჩვენს გულ­შე­მატ­კი­ვარს ყო­ველ წელს ელიტ­რა­უნ­დე­ბი­სა თუ შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხილ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა რომ ჰქონ­დეს და თან­და­თა­ნო­ბით უფ­რო მა­ღა­ლი რან­გის შე­ჯიბ­რე­ბებ­საც გა­ვუ­ში­ნა­ურ­დეთ.

იმე­დია, უეფა კი­დევ უფ­რო დიდ ნდო­ბას გა­მოგ­ვიცხა­დებს, რად­გან ჩვე­ნი მთავ­რო­ბის მხრი­დან მყა­რი გა­რან­ტი­ე­ბი არ­სე­ბობს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზვიად სიჭინავა: 19-წლამდელთა ელიტრაუნდის მასპინძლობისთვის ვიბრძვით
გრიგორი სურ­კი­სის ვი­ზი­ტი საქართველოში - აჟი­ო­ტა­ჟი და რე­ა­ლო­ბა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული