უეფას პრეზიდენტის, მიშელ პლატინის ინიციატივას უეფას წევრი 53 ქვეყნიდან 52-მა მხარი დაუჭირა. ერთადერთი, ვინც პლატინის წამოწყებას არ ემხრობა, თურქეთია, რომელიც ევრო-2020-ის მასპინძლობის კანდიდატი იყო და ევროპირველობის მასპინძლობის უმთავრეს კანდიდატადაც ითვლებოდა.
ევროპის ჩემპიონატი 2020 წელს 60 წლის გახდება და უეფა ამ თარიღის ორიგინალურად აღნიშვნას აპირებს, რაც თავის მხრივ, თბილისის, როგორც ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.
ამ საკითხთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ლევან ყიფიანმა ტელეკომპანია რუსთავი-2-თან კომენტარი გააკეთა.
ლევან ყიფიანი: "თუ ევრო-2020-ის ერთ-ერთი ეტაპი საქართველოში ჩატარდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რასაც მხარს აუცილებლად დავუჭერთ და ყველანაირად ხელს შევუწყობთ".
ასევე იხილეთ:
გაიმართება ევრო 2020-ის მატჩები თბილისში?