ლევან ყიფიანი: ევრო-2020-ის ერთ-ერთი ეტაპის საქართველოში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება

AutoSharing Option
უეფას გადაწყვეტილებით, ევრო-2020-ს ევროპის 12 ქვეყნის 12 ქალაქი უმასპინძლებს.

უეფას პრეზიდენტის, მიშელ პლატინის ინიციატივას უეფას წევრი 53 ქვეყნიდან 52-მა მხარი დაუჭირა. ერთადერთი, ვინც პლატინის წამოწყებას არ ემხრობა, თურქეთია, რომელიც ევრო-2020-ის მასპინძლობის კანდიდატი იყო და ევროპირველობის მასპინძლობის უმთავრეს კანდიდატადაც ითვლებოდა.

ევროპის ჩემპიონატი 2020 წელს 60 წლის გახდება და უეფა ამ თარიღის ორიგინალურად აღნიშვნას აპირებს, რაც თავის მხრივ, თბილისის, როგორც ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.

ამ საკითხთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ლევან ყიფიანმა ტელეკომპანია რუსთავი-2-თან კომენტარი გააკეთა.

ლევან ყიფიანი: "თუ ევრო-2020-ის ერთ-ერთი ეტაპი საქართველოში ჩატარდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რასაც მხარს აუცილებლად დავუჭერთ და ყველანაირად ხელს შევუწყობთ".

ასევე იხილეთ:
გა­ი­მარ­თე­ბა ევ­რო 2020-ის მატ­ჩე­ბი თბი­ლის­ში?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული