სატ­რან­ს­ფე­რო ფან­ჯ­რის გახ­ს­ნამ­დე: თა­ვი­სუ­ფა­ლი აგენ­ტე­ბი­ და გუნ­დის მა­ძი­ე­ბლ­ები

AutoSharing Option
სატ­რან­ს­ფე­რო "ფან­ჯა­რა" მა­ლე იხ­ს­ნე­ბა და ალ­ბათ, კლუ­ბე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან იმ მო­თა­მა­შე­ე­ბით, რომ­ლებ­საც უცხო­ეთ­ში ან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კონ­ტ­რაქ­ტე­ბი და­უს­რულ­დათ.

ასე­თი მო­თა­მა­შე­ე­ბი უდა­ვოდ არი­ან, რო­მელ­თა და­მა­ტე­ბაც ჩვენს კლუ­ბებს არ აწყენ­დათ.

ჩვენ­თ­ვის ცნო­ბილ გვა­რებს პო­ზი­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით ჩა­მო­გით­ვ­ლით.

მე­კა­რე­ე­ბი
ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ნაკ­რე­ბის მე­კა­რე გი­ორ­გი ნა­დი­რა­ძე თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­დან" ცხინ­ვა­ლის "სპარ­ტაკ­ში" შარ­შან გა­და­ვი­და. 20 წლის მე­კა­რემ ახალ­გაზ­რ­დულ ნაკ­რებ­შიც საკ­მა­ოდ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი თა­მა­შით დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თა­ვი. არც ისე მა­ღა­ლია (185 სმ), მაგ­რამ მშვე­ნი­ე­რი რე­აქ­ცია და კარ­ში პო­ზი­ცი­ის სწო­რი შერ­ჩე­ვის უნა­რი გა­აჩ­ნია. ნა­დი­რა­ძეს "სპარ­ტაკ­თან" კონ­ტ­რაქ­ტი დე­კემ­ბერ­ში უმ­თავ­რ­დე­ბა.

ტრან­ს­ფერ­ზეა და­ყე­ნე­ბუ­ლი "ზეს­ტა­ფო­ნის" მე­კა­რე ზუ­რაბ მა­მა­ლა­ძე,
რო­მე­ლსაც ზურგს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­სა და თბი­ლისის "დი­ნა­მო­ში" გვა­რი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა უმაგ­რებს.

მცვე­ლე­ბი
ლატ­ვი­უ­რი "ვენ­ტ­ს­პილ­სის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ლატ­ვი­ის ჩემ­პი­ო­ნის ოქ­როს მე­და­ლი მა­მუ­კა ღონ­ღა­ძემ და ბუ­კა ცინ­ცა­ძემ მო­ი­პო­ვეს. ღონ­ღა­ძის მი­მართ დი­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა არის. მას "ალა­ნი­ა­ში," პო­ლო­ნურ და უნ­გ­რულ კლუ­ბებ­ში იწ­ვე­ვენ.

ცინ­ცა­ძემ გა­სულ სე­ზონ­ში 36-დან 25 შეხ­ვედ­რა ჩა­ა­ტა­რა და გუნ­დის ჩემ­პი­ო­ნო­ბას 2 გო­ლი­თა და სა­ი­მე­დო თა­მა­შით შე­ე­წია. სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ 23 წლის მცველს და­უ­გავ­პილ­სე­ლებ­თან კონ­ტ­რაქ­ტი და­უმ­თავ­რ­და, მაგ­რამ ჯერ არ იცის, "და­უ­გა­ვა­ში" დარ­ჩე­ბა თუ კა­რი­ე­რას სხვა­გან გა­აგ­რ­ძე­ლებს. ცინ­ცა­ძე ლატ­ვი­ა­ში ზღაპ­რულ ხელ­ფასს ვერ იღებ­და და ეს ქარ­თუ­ლი კლუ­ბე­ბის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი მო­მენ­ტია, რომ გა­და­ი­ბი­რონ. ლატ­ვი­ის ჩემ­პი­ო­ნი გუნ­დის ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის მცვე­ლი ხელ­წა­მო­საკ­რა­ვი მო­თა­მა­შე არ უნ­და იყოს.

რო­გორც შე­ვიტყ­ვეთ, თა­ვი­სუ­ფა­ლია "გაგ­რას" ცენ­ტ­რა­ლუ­რი მცვე­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­დულ ნაკ­რებ­ში ნა­თა­მა­შე­ბი 22 წლის ლა­შა კა­ლან­და­ძეც.

"ზეს­ტა­ფონ­მა" ტრან­ს­ფერ­ზე მარ­ცხე­ნა მცვე­ლი ზა­ალ ელი­ა­ვაც და­ა­ყე­ნა, რო­მელ­საც ასე­ვე უთა­მა­შია ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში.

ასე­ვე მარ­ცხე­ნაფ­ლან­გელ­მა და ასე­ვე ნაკ­რებ­ში ნა­თა­მა­შებ­მა გი­ორ­გი ნა­ვა­ლოვ­ს­კიმ კი კე­მე­რო­ვოს "მე­ტა­ლურგ-კუზ­ბა­სი" და­ტო­ვა და ახალ კლუბს ეძებს.

ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლე­ბი
ვარ­ჯი­ში გა­ნა­ახ­ლა გი­ორ­გი გუ­გა­ვამ, რო­მე­ლიც ასე­ვე ახალ­გაზ­რ­დულ ნაკ­რებ­ში თა­მა­შობ­და, მაგ­რამ ტრავ­მის გა­მო ბო­ლო ორი წე­ლი გა­უც­და. 23 წლის პლე­ი­მე­ი­კერს უთა­მა­შია თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­სა" და ეს­პა­ნე­თის მე­სა­მე ლი­გა­ში, ახალ­გაზ­რ­დულ ნაკ­რებ­ში ჩა­ტა­რე­ბულ 4 შეხ­ვედ­რა­ში 2 გო­ლი გა­ი­ტა­ნა, მათ შო­რის, 2009 წელს ევ­რო­შე­სარ­ჩევ ციკ­ლ­ში თურ­ქე­თის ნაკ­რებ­თან, რო­მე­ლიც ოთარ გა­ბე­ლი­ას გაწ­ვ­რ­თ­ნილ­თა გა­მარ­ჯ­ვე­ბით (4:0) დას­რულ­და.

მარ­თა­ლია, თა­ვი­სუ­ფა­ლი აგენ­ტი არ არის, მაგ­რამ ახა­ლი გუნ­დის ძი­ე­ბა მო­უ­წევს ვლა­დი­კავ­კა­ზის "ალა­ნი­ა­სა" და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის საყ­რ­დენ ნა­ხე­ვარ­მ­ც­ველს შო­თა გრი­გა­ლაშ­ვილს. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ვწერ­დით, რომ ვლა­დი­კავ­კა­ზე­ლებ­მა ბო­რი­სო­ვოს "ბა­ტე­დან" ბე­ლორუ­სის ნაკ­რე­ბის ბრა­ზი­ლი­ე­ლი ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლი რე­ნან ბრე­სა­ნი სწო­რედ ჩვე­ნე­ბუ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე შე­ი­ძი­ნეს.

სამ­წუ­ხა­როდ, ვა­რა­უ­დი გა­მარ­თ­ლდა, 26 წლის ქარ­თ­ვე­ლი საყ­რ­დე­ნი ტრან­ს­ფერ­ზე და­ა­ყე­ნეს და ახა­ლი კლუ­ბის ძი­ე­ბა მო­უ­წევს.

ცხა­დია, გრი­გა­ლაშ­ვი­ლი ნე­ბის­მი­ერ ქარ­თულ კლუბს გა­აძ­ლი­ე­რებს. შო­თას გარ­და, "ალა­ნი­ა­ში" ტრან­ს­ფერ­ზე კი­დევ 7 ფეხ­ბურ­თე­ლი და­ა­ყე­ნეს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გრი­გა­ლაშ­ვი­ლი "ალა­ნი­ა­ში" ზაფხულ­ში გა­და­ვი­და და პრე­მი­ერ­ლი­გა­ში 9 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა.

ცოტა ხნის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ლე­ვან გვა­ზა­ვამ "ხიმ­კი" და­ტო­ვა. 32 წლის გა­მოც­დი­ლი ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლი რუ­სე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლი­გის (პირ­ვე­ლი ლი­გა) გუნ­დ­ში მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში გა­და­ვი­და და 10 მატ­ჩ­ში ერ­თი გო­ლი გა­ი­ტა­ნა.

გვა­ზა­ვა უკ­ვე ვე­ტე­რა­ნია, მაგ­რამ ეს საყ­რ­დე­ნი ჩა­მო­სა­წერ ასაკ­ში ნამ­დ­ვი­ლად არ არის. გვა­ზა­ვას ეროვ­ნულ ნაკ­რებ­სა და რუ­სე­თის პრე­მი­ერ­ლი­გა­ში ისე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს დაგ­რო­ვე­ბუ­ლი, არც ერთ ქარ­თულ კლუბს რომ არ აწყენ­და.

თა­ვი­სუ­ფა­ლი აგენ­ტი გახ­და მოლ­დო­ვას "ის­კ­რა-სტა­ლის" ფეხ­ბურ­თე­ლი სან­დ­რო შუღ­ლა­ძე. 22 წლის ცენ­ტ­რა­ლუ­რი ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა, სე­ვას­ტო­პო­ლის სპორ­ტუ­ლი სკო­ლის აღზრ­დი­ლია და 2007 წელს მოხ­ვ­და უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლი ლი­გის "სე­ვას­ტო­პოლ­ში", რომ­ლის ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც 2007-2011 წლებ­ში თა­მა­შობ­და, მოლ­დო­ვურ კლუბ "ის­კ­რა-სტალ­ში" კი 2011 წლის ზამ­თარ­ში იჯა­რით გა­უშ­ვეს და მოლ­დო­ვის თა­სის მფლო­ბე­ლი გახ­და. მაგ­რამ ახ­ლა კონ­ტ­რაქ­ტი "სე­ვას­ტო­პოლ­თა­ნაც" ამო­ე­წუ­რა და თა­ვი­სუ­ფა­ლი აგენ­ტია.

ტა­ლი­ნის "ფლო­რას" თა­ვა­წე­უ­ლი ემ­შ­ვი­დო­ბე­ბა ზა­ქა­რია ბეგ­ლა­რიშ­ვი­ლი. 22 წლის პლე­ი­მე­ი­კერს კონ­ტ­რაქ­ტი ეწუ­რე­ბა, გა­სულ სე­ზონ­ში კი 17 გო­ლი გა­ი­ტა­ნა და ბომ­ბარ­დირ­თა და­ვა­ში მე-3 ად­გილ­ზე გა­ვი­და.

სა­ერ­თოდ, ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლების დი­დი არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს, რად­გან "ზეს­ტა­ფონ­მა" გა­მოც­დი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის, თორ­ნი­კე აფ­ცი­ა­უ­რი­სა და ზუ­რაბ მენ­თე­შაშ­ვი­ლის გაშ­ვე­ბაც გა­დაწყ­ვი­ტა.

თა­ვი­სუ­ფა­ლი შემ­ტე­ვე­ბი
სატ­რან­ს­ფე­რო პე­რი­ოდს თა­ვი­სუ­ფა­ლი აგენ­ტის სტა­ტუ­სით ხვდე­ბა კო­ბა შა­ლამ­ბე­რი­ძე, რო­მე­ლიც ფლან­გის შემ­ტე­ვია. 27 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი პო­ლო­ნე­თის ვო­ძის­ლა­ვის "ოდ­რა­ში" თა­მა­შობ­და. ორი წლის წინ უმაღ­ლეს ლი­გა­შიც ითა­მა­შა და ერთ-ერთ პო­ლო­ნურ გა­ზეთ­ში იმ ზამ­თ­რის ტოპ-10 ტრან­ს­ფერს შო­რის და­ა­სა­ხე­ლეს.

მე­რე ცხინ­ვა­ლის "სპარ­ტაკ­ში" ითა­მა­შა და გა­სულ ზამ­თარს ისევ პო­ლო­ნეთ­ში წა­ვი­და - ამ­ჯე­რად შვი­ნო­უშ­ცის "ფლო­ტა­ში" ჩა­ი­რიცხა. პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე 10-ნომ­რი­ა­ნი მა­ი­სუ­რა გა­დას­ცეს, მაგ­რამ ქარ­თ­ვე­ლი ლე­გი­ო­ნე­რის შე­სა­ხებ მწვრთნე­ლი­სა და დი­რექ­ტო­რის აზ­რი გა­ი­ყო - პირ­ველს მი­სი თა­მა­ში სურ­და, რა­საც დი­რექ­ტო­რი ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­და და სა­შე­მოდ­გო­მო ეტა­პის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შა­ლამ­ბე­რი­ძემ "ფლო­ტა" და­ტო­ვა. არა­და, თას­ზე (მე­ოთხედ­ფი­ნა­ლამ­დე არი­ან მი­სუ­ლე­ბი) და ლი­გის თას­ზე ათა­მა­შა. ამ უკა­ნას­კ­ნელ­ზე 3 შეხ­ვედ­რა­ში 5 გო­ლი შე­აგ­დო და 4 სა­გო­ლე პა­სი გა­ა­კე­თა (?!), მაგ­რამ ჩემ­პი­ო­ნატ­ში მა­ინც სკამ­ზე იჯ­და.

ახ­ლა კო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია, ცხინ­ვა­ლის "სპარ­ტაკ­ში" დრო­ე­ბით, ფორ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ვარ­ჯი­შობს და წი­ნა­და­დე­ბებს ელო­დე­ბა.

ასე­ვე უგუნ­დოდ დარ­ჩა ცენ­ტ­რა­ლუ­რი თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი კო­კა მი­კუ­ჩა­ძე, თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს", "თბი­ლი­სის", "ოლიმ­პის" და "სი­ო­ნის" ყო­ფი­ლი თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი. 31 წლის მი­კუ­ჩა­ძე ბო­ლოს ის­რა­ე­ლის პირ­ვე­ლი ლი­გის კლუბ­ში თა­მა­შობ­და.

თუმ­ცა, ზამ­თ­რის სატ­რან­ს­ფე­რო ფან­ჯ­რის გახ­ს­ნას­თან ერ­თად, ეს სია კი­დევ უფ­რო გა­ნივ­რ­ცო­ბა.

უგუნ­დო­თა სიმ­ბო­ლუ­რი
ნაკ­რე­ბი (4-1-4-1)
მა­მა­ლა­ძე (ნა­დი­რა­ძე) - ნა­ვა­ლოვ­ს­კი, ცინ­ცა­ძე, კა­ლან­და­ძე, ელი­ა­ვა, - გვა­ზა­ვა (შუღ­ლა­ძე) - შა­ლამ­ბე­რი­ძე, ბეგ­ლა­რიშ­ვი­ლი, შ. გრი­გა­ლაშ­ვი­ლი (მენ­თე­შაშ­ვი­ლი), აფ­ცი­ა­უ­რი (გუ­გა­ვა), - მი­კუ­ჩა­ძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი გუნდია :)

კი მაგრამ, რატომ არიან ესენი აქამდე უგუნდოდ? დავიჯერო, არავის უნდა?
kakini
18:17 11-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული