გორის "დილას" ახალი სპონსორი ჰყავს

AutoSharing Option
შვეიცარიაში კლუბის მენეჯერის, გია ისიანის ამასწინანდელი ვიზიტის შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ გორის "დილას" ახალი სეზონიდან შვეიცარიული სპორტული ფირმა Gpard-ი შემოსავს.

ახალ ტექნიკურ სპონსორთან დაკავშირება შესაძლებელი გახდა Sports Factory-ს საშუალებით.

ესაა ლიხტენშტაინური ფირმა, რომლის მეპატრონე ამ ქვეყნის საფეხბურთო ლეგენდა, 38 წლის მარიო ფრიკი გახლავთ. სხვათა შორის, ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, მას იმხანად შვეიცარიაში მოასპარეზე მიხეილ ყაველაშვილთან და გოჩა ჯამარაულთან ერთადაც უთამაშია (1999-2000 წ. "ციურიხში").

Sports Factory-მ საკუთარ თავზე აიღო ევროპაში გორის "დილასთვის" სპონსორების მოძიება. შვეიცარიულ Gpard-თან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებათა პროცესიც ამის ნათელი
დასტურია.

Gpard-ი ქართულ კლუბს 3 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს სპორტული ეკიპირებით. შვეიცარიელებს დიდი სურვილი აქვთ, სხვა ქართულ კლუბებთანაც ითანამშრომლონ.

მარიო ფრიკის კომპანია "დილასთვის" იზრუნებს შეკრებების შვეიცარიასა და ლიხტენშტაინში მოსაწყობად. იგი კლუბის მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მრავალი სხვა ევროპული მეთოდებით დასახმარებლადაც გაირჯება.

ახალი ტექნიკური სპონსორის პრეზენტაცია 14 დეკემბერს, 12:00 საათზე, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში შედგება.

კომპანია Sports Factory-ის წარმომადგენელი "დილას" ერთ-ერთ ბავშვთა გუნდს ფირმა Gpard-ის სრულ სათამაშო კომპლექტს გადასცემს.

ასევე მოხდება იმ მაისურის წარდგენა, რომლითაც გორის "დილას" პროფესიული გუნდი ახალი სეზონიდან საშინაო მატჩებს გამართავს.

fcdila.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
დილაოოო ჰეეეეეეეეეეეეეე წინ დიდი გამარჯვების დროააააა.
bibo
09:25 14-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული