თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ გრიგოლ ცაავაა

AutoSharing Option
ფოტოზე: ოთარ გაბელია (მარცნივ) და გრიგოლ ცაავა (მარჯვნივ) 2012 წლის ფეხბურთის ფესტივალზე

14 დეკემბერს, 12:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზი თბილისის ფეხბურთის ფედერაციის VIII ყრილობას უმასპინძლებს.

ორგანიზაციის წარმომადგენელმა რევაზ მგელაძემ გვაცნობა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურის რეგისტრაციის ვადა 30 ნოემბერს ამოიწურა, განაცხადი კი მხოლოდ მოქმედმა პრეზიდენტმა, გრიგოლ ცაავამ წარადგინა.

ასე რომ, 14 დეკემბერს მოულოდნელობას არ უნდა ველოდოთ - წესით, ცაავა თბილისის ფეხბურთს კიდევ ოთხი წლით უხელმძღვანელებს.

მგელაძის თქმით, თბილისის ფეხბურთის ფედერაციაში დამთავრდა ყოველწლიური კონკურსი-გამოკითხვა, რომლის მიზანიც თბილისის საუკეთესო საფეხბურთო
სკოლის, გუნდისა და მწვრთნელის გამოვლენა იყო.

გამარჯვებულთა ვინაობას ყრილობის შემდეგ დაასახელებენ და დააჯილდოებენ.

აღსანიშნავია, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე ყრილობის მიმდინარეობის პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი იგეგმება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული