კლუბის გენერალური დირექტორის, კახა ჭუმბურიძის თქმით, ტურნირზე ითამაშებენ 1997 წელს დაბადებულთა გუნდები.
ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო მატჩები გველის, რადგან "საბურთალოსა" და თბილისის "ლოკომოტივის" გარდა, მთავარი პრიზისთვის ორი უცხოური კლუბი იბრძოლებს: უკვე მეორე წელია, რაც მერაბ ჟორდანია ჰოლანდიურ "ვიტესს" აგზავნის.
წლეულს მეორე უცხოური კლუბი ესპანური "მალაგა" იქნება, რომელსაც თბილისის "დინამოს" აკადემიის ყოფილი დირექტორი ანდრეს კარასკო ჩამოიყვანს. სავარაუდოდ, ამ გუნდში ითამაშებს "ლოკომოტივის" ფეხბურთელი გიორგი არაბიძეც, რომელიც ნოემბერში "მალაგაში" ისინჯებოდა.
კარასკოს
მატჩები წრიული სისტემით გაიმართება, რომლის შემდეგაც ფინალისტები და მე-3 ადგილისთვის მებრძოლები გამოვლინდებიან.
მატჩების განრიგი:
18 დეკემბერი
13:00 "ვიტესი"-"ლოკომოტივი"
16:00 "საბურთალო"-"მალაგა"
19 დეკემბერი
12:00 "მალაგა"-"ლოკომოტივი"
15:00 "საბურთალო"-"ვიტესი"
20 დეკემბერი
12:00 "მალაგა"-"ვიტესი"
15:00 "საბურთალო"-"ლოკომოტივი"
21 დეკემბერი
მატჩი მე-3 ადგილისთვის - 13:00
ფინალი - 16:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ანდრეს კარასკო: საქართველოში სიამოვნებით დავბრუნდები