"სალერის თასის" ფინალი - საბურთალო VS მალაგა

AutoSharing Option
"ბენდელას" სტადიონზე დასასრულს მიუახლოვდა "სალერის თასის" (1997 წელს დაბადებულთა შორის) გათამაშების ჯგუფური ეტაპი.

პირველად ერთმანეთს სტუმრები დაუპირისპირდნენ: ანდრე კარასკოს "მალაგამ" მერაბ ჟორდანიას არნემის "ვიტესს" 3:1 მოუგო და ტურნირის პირველი ფინალისტი გახდა.

ესპანელების მეტოქე ორგანიზატორთა გუნდის, "საბურთალოსა" და თბილისის "ლოკომოტივის" შეხვედრაში გაირკვა.

ამ მატჩის სიუჟეტი ნამდვილი თრილერივით განვითარდა. მსაჯის საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე "ლოკომოტივი" 2:1-ს იგებდა, მაგრამ დავით კევლიშვილისა და გიორგი ჭელიძის გაწვრთნილებმა მეტოქის კარი ორჯერ აიღეს, 3:2 გაიმარჯვეს და ფინალში ისე გავიდნენ, რომ ერთი შეხვედრა სათამაშო დარჩათ - სწორედ
"მალაგასთან", რომელსაც თბილისში ჩამოსვლა ერთი დღით დაუგვიანდა.

ამ გუნდების გადადებული ჯგუფური შეხვედრა 21 დეკემბერს, 16 საათზე დაიწყება. მანამდე, 13 საათზე კი მე-3 ადგილისთვის ერთმანეთს "ლოკომოტივი" და "ვიტესი" დაუპირისპირდებიან.

23 დეკემბერს "მალაგა" "საბურთალოს" მეორედ, ამჯერად ფინალში ეთამაშება და ტურნირის გამარჯვებული გამოვლინდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ანდრეს კარასკოს ჩამოყვანილმა "მალაგამ" თბილისის "ლოკომოტივი" არ დაინდო
სალერის თასი: თბილისის "ლოკომოტივმა" არნემის "ვიტესი" დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული