"სან პედროს" სტადიონზე გამართული შეხვედრის ოპერატიულ მასალაში რამდენიმე საინტერესო ამბავი არ აგვისახავს, მაგალითად, გუნდში მომხდარი გადაადგილებები.
გია გეგუჩაძემ ზაზა ჭელიძე ნახევარდაცვაში "საყრდენად" დააყენა. 25 წლის მოთამაშე ქართველმა გულშემატკივარმა სწორედ ამ ამპლუაში გაიცნო, მაგრამ "ტორპედოში" ცენტრალურ მცველად ათამაშებდნენ.
ახლა კი "ტორპედოს" დაცვის ცენტრი შეიცვალა: ამ ამპლუაში ახალწვეულები, ბიძინა ცინცაძე და გიორგი ონიანი ასპარეზობენ.
ქართულ-რუმინულ დაპირისპირებაში "რაპიდის" გოლი მთლიანად მთავარი არბიტრის სინდისზეა: მატჩს
ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა თავდამსხმელმა ბექა ტუღუშმა. მისი მშვენიერი ფლანგური გარღვევის შემდეგ გაიტანა გოლი გიორგი ფანცულაიამ და საერთოდაც, მთელი შეხვედრის განმავლობაში რუმინელ მცველებს პრობლემებს უქმნიდა.
ტუღუშის ტექნიკაზე რუმინელი კომენტატორი მაშინ ლაპარაკობდა, როდესაც პენალტის შესასრულებლად მოემზადა - ეს დარტყმაც თავდაჯერებულად და ეფექტურად შეასრულა და მორიგი კომპლიმენტიც დაიმსახურა.
ქუთაისელთაგან, ტუღუშის გარდა, პენალტები ზუსტად შეასრულეს ნიკა ფირცხალავამ, გიორგი გურულმა და მეკარე ომარ მიგინეიშვილმა. რუმინელთა მეკარეს მხოლოდ ვახტანგ კვარაცხელიამ ვერ აჯობა.
ბუქარესტის "რაპიდი" რუმინეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. იყო უეფას თასის ჯგუფური ეტაპის მონაწილე, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის საკლუბო რეიტინგში 77-ე ადგილზეა, ქუთაისელებთან დაპირისპირებამდე კი ყაზანის "რუბინს" 1:0 მოუგო.
იმედია, თუნდაც არაოფიაციალურ შეხვედრაში მასთან გამარჯვება ქართული გუნდისა და თითოეული მოთამაშის მენტალურ ზრდას ხელს შეუწყობს.
დაბოლოს: ნახევარფინალურ შეხვედრას ქუთაისის "ტორპედო" 7 თებერვალს კიდევ ერთ ბუქარესტულ კლუბთან, "დინამოსთან" გამართავს. რუმინელებმა მეოთხედფინალში პოზნანის "ლეხს" ალექსანდრუ დანდეას, მირჩა აქსენტესა და ალექსანდრ კურტიანუს გოლებით 3:1 სძლიეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედომ" ესპანეთში ბუქარესტის "რაპიდი" დაამარცხა