"ბენდელას თასზე" გადამწყვეტი მატჩების ჯერი დადგა

AutoSharing Option
26 იანვარს დაიწყო აფხაზეთის გმირის, ზაზა ბენდელიანის სახელობის თასის XXII გათამაშება პროფესიულ გუნდებს შორის. ტურნირში უმაღლესი და პირველი ლიგის 12 გუნდი მონაწილეობს. ჯგუფური ეტაპი უკვე დასასრულს მიუახლოვდა.

II ტური
ტორპედო-ზესტაფონი 1:1 (პენ. 5:6)
საქ. უნივერს-სპარტაკი (ცხინვალი) 0:5
დინამო 2 (თბ)-მეტალურგი 2 (რუსთავი) 2:1
ზოოვეტი-გაგრა 2 1:1 (პენ. 4:3)

III ტური
იმერეთი (ხონი)-ტორპედო 1:7
სპარტაკი-დინამო 2 2:5
ქართლი-2011 (გორი)-უნივერსიტეტი 0:1
გაგრა 2-ვიტ ჯორჯია 2 0:7
იუსი ბესტი (თბ)-ზოოვეტი 0:0 (პენ.3:5)

* ფრედ დასრულებული მატჩების შემდეგ პირდაპირ ინიშნება პენალტების სერია, გუნდებს ერიცხებათ
1-1 ქულა, პენალტებში გამარჯვებულს კი- დამატებითი ქულა.

6 და 7 თებერვალს მორიგი ტურის მატჩები გაიმართება. აქვე ვიტყვით, რომ "ბ" ჯგუფში მხოლოდ სამი გუნდია ("ტორპედო", "ზესტაფონი", "იმერეთი") და გუნდებს მეტი თამაში რომ ჰქონოდათ, ამიტომ გამონაკლისი დაუშვეს და თამაშები ორ წრედ ჩატარდება.

IV ტური
6 თებერვალი
ტორპედო-იმერეთი
მეტალურგი 2-უნივერსიტეტი

7 თებერვალი
სპარტაკი-ქართლი-2011
გაგრა-იუსი ბესტი

მეოთხედფინალური შეხვედრები 12 და 13 თებერვალს გაიმართება, ნახევარფინალები - 16 თებერვალს, ფინალი კი – 21 თებერვალს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული