"ლელოს" ალექსანდრე ჩივაძე სტუმრობდა

AutoSharing Option
"პალიტრა მედიაში" გაზეთ "ლელოს" 8 თებერვალს ლეგენდარული ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე სტუმრობდა.

ალექსანდრე ჩივაძემ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც აქტიური ფეხბურთით იყო დაკავებული და იმ წარმატებებზე ისაუბრა, რომელსაც კარიერის განმავლობაში მიაღწია.

ჩივაძე თანამედროვე ფეხბურთის პრობლემებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ფეხბურთელებს ყოველთვის მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებდა. მანვე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში ფეხბურთელების მომზადება ვერ ხდება ისე, როგორც საჭიროა.

თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ოლიმპიური თამაშების პრიზიორი და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილე, ევროპის ქვეყნების თასის
მფლობელთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული სპორტსმენია.

ამასთან, ჩივაძე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ოთხგზის პრიზიორი, თასის ორგზის მფლობელი და ფინალისტი, სსრკ-ის 1980 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. ასევე - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1993-1996 და 2001-2003 წლებში.

ამჟამად ალექსანდრე ჩივაძე საქართველოს 21-წლამდელთა დამრიგებელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, სპორტის დამსახურებული ოსტატია.

ალექსანდრე ჩივაძესთან ინტერვიუს მკითხველი გაზეთ "ლელოს" 9 თებერვლის ნომერში იხილავს.

ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული