რუსთავის "მეტალურგმა" თურქულ შეკრებაზე მეორე მარცხი განიცადა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე მყოფმა რუსთავის "მეტალურგმა" მეორე ტესტ-მატჩი ჩაატარა.

ამჯერად რუსთაველთა მეტოქე მოლდოვის "აკადემია" იყო. თამაში მოლდოველთა გამარჯვებით 1-2 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა. წინ "აკადემია" გავიდა. რუსთაველებმა ანგარიშის გათანაბრება 65 წუთზე შეძლეს. გოლი ოთარაშვილმა ჯაფარიძის პასით გაიტანა. ზუსტად 10 წუთში აკადემია კვლავ დაწინაურდა. საბოლოო ანგარიში 1-2 დაფიქსირდა.

"მეტალურგმა" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
ბედიაშვილი; ჯაფარიძე(ლობჟანიძე); მახვილაძე; გავაშელიშვილი(45 ინწკირველი); სუხიაშვილი; რაზმაძე(60 ქავთარაძე); დობროვოლსკი(60 განუგრავა); ფიფია; გეწაძე(50 ოთარაშვილი); ხაბელაშვილი; სიხარულიძე(25 ახალკაცი)

fcm.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული