იქვე მითითებულია იმ პირთა და ორგანიზაციების სია, რომლებიც პირველ ეროვნულ ჩემპიონატსა და ახლად დაარსებულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ფინანსურად დაეხმარნენ. სიაში პირველი საქართველოს საპატრიარქო წერია - 100 000 მანეთი.
დიახ, ეს საერთოდ იყო პირველი შენაწირი, რაც პატრიარქის სურვილი გახლდათ და ილია II-მ ასე ახსნა - "აჯობებს, პირველი შენატანი ეკლესიამ გააკეთოს".
სამწუხაროდ,
ამ 23 წლის განმავლობაში ყველაფერში ჩამოვრჩით: ინფრასტრუქტურაში, დაფინანსებაში, გართულდა სპონსორებთან ურთიერთობა, ვერ ხერხდება ეროვნული ჩემპიონატის ტელევიზიებამდე მიტანა და შემდეგ სტაბილურად დამკვიდრება, ბავშვებში საერთო მეთოდოლოგიისა და მოთხოვნების დამკვიდრება, ფასიანი ჯგუფების მასობრიობამ კი ღარიბ ოჯახებს ფეხბურთისკენ გზა მოუჭრა.
მოკლედ, ჩვენი უთავბოლობით ქართულ ფეხბურთს ამ მადლიანი კაცის დალოცვამაც ვერ უშველა.
და კიდევ: რა თქმა უნდა, ჩვენი ფეხბურთის დაძაბუნებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოწყვეტა იყო, თბილისის "დინამო" (საბჭოთა პერიოდის ეროვნული ნაკრები) ყოველთვის ბარაქიან შევსებას იღებდა. სიტყვებად რომ არ დარჩეს, ფაქტს მოგახსენებთ: 1994 წელს საქართველომ გასვლაზე ალბანეთს 1:0 სძლია და იმ დღეს ნაკრებში აფხაზეთიდან დევნილმა 6-მა ფეხბურთელმა ითამაშა - მურთაზ შელიამ, გიორგი ჩიხრაძემ, გელა ინალიშვილმა, თემურ ქეცბაიამ, გოჩა გოგრიჭიანმა და მიხეილ ჯიშკარიანმა.
ქართველების მასობრივი დეპორტაციის შემდეგ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ვარსკვლავებს ძველებურად ვეღარ ზრდიან, მაგრამ ორი აზრი არ არის, ჩვენ შორის ურთიერთობების აღდგენა და მათი კლუბების საქართველოს ჩემპიონატში ჩართვა მნიშვნელოვანი საკითხია.
რომან ფიფია ბოლო წლებში პირველი ადამიანია, რომელმაც ეს თემა წამოსწია. თურქულ შეკრებაზე მოლდოველთა სეპარატისტული რეგიონის გუნდ "ტირასპოლთან" შეხვედრის შემდეგ თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა ცნობილი განცხადება გააკეთა, სადაც ტირასპოლის კლუბი მისაბაძ მაგალითად დაასახელა და თქვა, რომ საქართველოს ჩემპიონატში აფხაზეთისა და ცხინვალის გუნდების ჩართვა სასურველი იქნებოდა.
ღმერთმა უწყის, ეს როდის მოხდება, მაგრამ თუ სურვილი არ გაჩნდა, საქმე მკვდარი წერტილიდან ვერ დაიძვრება. აფხაზ და ოს ძმებთან მისასვლელი გზა კი ყოველდღიურად უნდა ვეძებოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რომან ფიფია: ჩემპიონატში აფხაზეთისა და ცხინვალის გუნდები - შესანიშნავი იქნებოდა
ფეხბურთი და პოლიტიკა: რას ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს?
ფიფა-მ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა
საქართველომ ფიფას შეახსენა - აფხაზეთი კოსოვო არაა!
"აფხაზეთის ნაკრები" ფიფასგან ამხანაგური მატჩების ნებართვას ითხოვს
ფიფამ კოსოვო აღიარა. რა იქნება აფხაზეთ-სამაჩაბლოს შემთხვევაში?
მოსპობას არ გადაარჩინა? კალაძემ რომ ლიგა 2ჯერ მოიგო ეგ არ იყო სასწაული? ქინქლაძე რომ მაინც ლეგენდად დარჩა ეგ არაფერია? საერთოდ რომ არსებობს ქართული ფეხბურთი და ისევ იმედი რომ გვქავს ეს სასწაული არაა? ქართული ფეხბურთი აუცილებლად გაიმარჯვებს! თავის დროზე.
ქართულ ფეხბურთს ძალიან დიდი დამსახურება აქვს საქართველოს გათავისუფლებაში. თვით რუსი პოლიტოლოგები აღნიშნავენ ამას. 1981 წლის გამარჯვების გარდა, ქართული ფეხბურთი იყო პირველი ინსტანცია რომელიც სსრკს გამოეყო.
მაგის მერე სულ მოჯადოებულ წრეშია. არ გიფიქრიათ ამაზე? დადგება დრო როცა ქართული ფეხბურთი საბოლოოდ გაიმარჯვებს ღმერთის ნებით.