"დაე, თბილისისა და მოსკოვის "დინამოები" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაში შეხვდნენ!"

AutoSharing Option
ფოტოზე: რომან ფიფია და გენადი სოლოვიოვი (ვიტალი დარასელიას სახელობის "დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემია)

თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ საპატიო სტუმრებს უმასპინძლა - კლუბს მოსკოვის "დინამოს" დელეგაცია ესტუმრა პრეზიდენტ გენადი სოლოვიოვის ხელმძღვანელობით.

დელეგაციაში შედიან კლუბის სხვა ხელმძღვანელი პირები: ვიცე-პრეზიდენტი იური ბელკინი, აღმასრულებელი დირექტორი ვასილი შერგინი და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინ ვიბორნოვი.

სტუმრებმა "დინამოს" დიღმის საწვრთნელი ბაზა, ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემია და სკოლა და ასევე, "დინამო არენა" მოინახულეს.

მეგობრული ვიზიტის მთავარი თემა მიმდინარე წლის 7 ივლისს თბილისში, "დინამო არენაზე" დაგეგმილი
ერთიმეორეზე საინტერესო ორი მატჩი გახლავთ, რომელშიც ერთმანეთს, როგორც თბილისისა და მოსკოვის "დინამოების" მთავარი გუნდები, ასევე, ვეტერანები შეხვდებიან.

ქართული კლუბის ხელმძღვანელობამ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მედიას უმასპინძლა. ჟურნალისტებს ორივე კლუბის პირველ პირთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცათ.

რომან ფიფია:
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ 7 ივლისს თბილისში დიდი მასშტაბის საფეხბურთო ზეიმი გაიმართება.

დარწმუნებული ვარ, ორივე მატჩი ქართველი გულშემატკივრების ინტერესს გამოიწვევს და "დინამო არენაზე" დიდი აუდიტორია შეიკრიბება.

ეს უმთავრესი პროექტია, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა შემდგომშიც ნაყოფიერად გაგრძელდება".

გენადი სოლოვიოვი (მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტი):
"დიდი იმედი მაქვს, რომ ივლისში გასამართ მატჩს ბევრი გულშემატკივარი დაესწრება. 90 წელია, რაც საზოგადოება "დინამო" არსებობს და ჩვენი კავშირი უნდა აღდგეს და განმტკიცდეს. მე პირადად, ვერ წარმომიდგენია ქართული ფეხბურთი რუსულის გარეშე და რუსული ფეხბურთი ქართულის გარეშე.

არასდროს უნდა დავივიწყოთ ჩვენი ისტორიული კავშირი. მადლობა ჩემს მეგობარ რომანს ასეთი თბილი მიღებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ქმედით შედეგებს გამოიღებს.

უახლოესი ოფიციალური მატჩი კი თბილისისა და მოსკოვის "დინამოებს", ვისურვებდი, ჩემპიონთა ლიგაში გაემართოთ"
.

კონსტანტინ ვიბორნოვი (მოსკოვის "დინამოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი):
"თბილისისა და მოსკოვის "დინამოების" მატჩებს საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია.

როგორც შევიტყვე, ჩვენს კლუბებს შორის 96 ოფიციალური შეხვედრაა ჩატარებული და იმედი მაქვს, ასიან ნიშნულზეც მალე ავალთ.

ვისურვებდი, რომ მეასე მატჩში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე დავუპირისპირდეთ".

www.fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
მივესალმები
bequsha
22:03 14-03-2013
0
მააააგარია
giga
22:13 14-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული