სფფ გარიგებულ მატჩებთან ბრძოლაში ქომაგის თანადგომას ითხოვს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გარიგებულ მატჩებთან ბრძოლაში ჩართვისკენ გულშემატკივრებს მოუწოდებს.

"ძვირფასო გულშემატკივრებო და ფეხბურთის მუშაკებო,

უდავოა, რომ ფეხბურთისთვის უპირველესი პრიორიტეტია, მხოლოდ სამართლიან და პატიოსან ბრძოლაში გამოვლინდეს თითოეული მატჩის თუ შეჯიბრის გამარჯვებული.

სამწუხაროდ, ამას ხელს უშლის ზოგიერთი პირის თუ პირთა ჯგუფის არაკეთილსინდისიერი საქციელი, რაც გამოიხატება მატჩების შედეგით მანიპულირებაში სპორტული თუ ფინანსური სარგებლის მოსაპოვებლად.

ეს, რა თქმა უნდა, ზიანს აყენებს ჩვენთვის საყვარელი სპორტის სახეობას!

გარიგებულ მატჩებთან ბრძოლის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის ძალისხმევის გაერთიანება, რადგან მხოლოდ ერთობლივი ძალებითაა შესაძლებელი ფეხბურთიდან ამ მანკიერების
აღმოფხვრა.

ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, ვისაც აქვს კონკრეტული ფაქტები ან ეჭვები ჩატარებული თუ მომავალი მატჩების სპორტულ სამართლიანობასთან დაკავშირებით, მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია. ჩვენ შევქმენით საგანგებო ელ-ფოსტის მისამართი integrity@gff.ge, რომელზეც შგიძლიათ მოგვაწოდოთ ზემოაღნიშნული ინფორმაცია.

ჩვენი მხრივ, ვიძლევით ინფორმაციის მომწოდებლის ვინაობის კონფიდენციალობის გარანტიას.

წინასწარ გმადლობთ თანამშრომლობისთვის ქართული ფეხბურთის საკეთილდღეოდ!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მივმართავ ქართული ფეხბურთის ფედერაციას!!!წესდებაში გიწერიათ--"თუ მსაჯის გადაწყვეტილებამ გავლენა იქონია თამაშის შედეგზე,მაშინ შედეგი უნდა გაუქმდეს და მოხდას გადათამაშება".ტორბედო-დინამოს თამაშის შედეგზე მსაჯ ხეცაძის მიერ დინამოს კარში 100% პენალტის არ დანიშვნამ,დიდი გავლენა მოახდინა თამაშის საბოლოო შედეგზე.უნდა გადათამაშდეს თუ არა ეს თამაში? ჩემი აზრით სამართლიანობა უნდა აღდგეს და თამაში უნდა გადათამაშდეს.
mamulo
16:04 01-04-2013
0
ამათმა სულ გაბერეს.რაც გაიგეთ,უტყუარად დადასტურებული რაც იყო იმაზე რა რეაქცია გქონდათ?ერთპიროვნულად შეწყალებული ფეხბურთელები დაგავიწყდათ?ბატონებო ეს ფეხბურთელები და კიდევ უამრავი მათგანი რომლებიც გასვრილი იყვნენ ამ სიბინძურეში ისევ ამ ჩემპიონატში თამაშობენ.დაგავიწყდათ როგორ ურტყამდა ორივე გუნდიშ ფეხბურთელები ერთი ტაიმის განმავლობაში ბურთებს მხოლოდ აუტში ამ კომპონენტში "მეტი" რომ,წამოსულიყო?ან ვითომ დამტვრეულები ასკინკილით რომ გადიოდნენ მოედნიდან აღარ გახსოვთ?ამ უმსგავსობის "ვერ დამნახავი" მომხდარით "შოკირებული" მწვრთნელები მუშაობენ ისევ იმ გუნდებში.რათ უნდა ამას ანონიმურობა.შარშანდელი თასის ფინალი საკმარისი არ არის?კვარაცხელიამ რომ,არა ობიექტურად იმსაჯა და ის რაც მან გააკეთა უბრალო მსაჯის ადამიანური შეცდომით არ იყო გამოწვეული,ეგ,შეუიარაღებელი თვალითაც არ ჩანდა?გამოიძიეთ ბატონებო გორის დილას თამაშები შარშან,უამრავ რამეს "აღმოაჩენთ".ეს მაიმუნობა ფეხბურთს კლავს,სამწუხაროდ არაა ეს მარტო ჩვენი სენი.მსოფლიო ფეხბურთიც მაგ დღეშია მაგრამ,ამხელა მაშტაბის სიბინძურე აღმოცენილიყო და არავინ დასჯილიყო ესეთი მე არ მინახას სხვაგან.
daviti
16:15 01-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული