ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ

AutoSharing Option
დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებამ საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გაერთიანებული ჩემპიონატის შესახებ.

თურმე, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, საქმის კურსშია უეფა, ტურნირის ჩატარებას კი დაახლოებით 50 მილიონი დოლარი დასჭირდება.

რაც შეეხება დეტალებს: თუ სამ ქვეყანას შორის შედგება შეთანხმება, მომავალ პრემიერლიგაში 18 გუნდი ითამაშებს - თითო ქვეყნიდან ექვსი კლუბი. თუ ორი ქვეყანა შეთანხმდა, ჩემპიონატი 16-გუნდიანი იქნება (8-8 გუნდი თითო ქვეყნიდან).

სიჭინავამ ხაზი გაუსვა, რომ სამივე ქვეყანა ევროტურნირებზე თავის კვოტას შეინარჩუნებს და 4-4 გუნდით
ითამაშებს.

პროექტი ერთი წლის განმავლობაში უნდა მომზადდეს. ამ პერიოდში ჩატარდება ამხანაგური თამაშები, რის შემდეგაც შეაფასებენ - რამდენად დიდი იქნება ტელევიზიების, სპონსორების და მაყურებელთა ინტერესი და ღირს თუ არა გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარება.

მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარებაზე უარი განაცხადა. აზიელებმა "სოვეტსკი სპორტთან" განაცხადეს - ყაზახეთის პრემიერლიგა ისედაც ვითარდება და კავკასიელებთან გაერთიანების აზრს ვერ ვხედავთო.

* * *
პირველი ადამიანი, რომელმაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ერთობლივ ლიგაზე ჩამოაგდო სიტყვა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დღევანდელი მინისტრი ლევან ყიფიანი გახლდათ.

მან ეს იდეა ჯერ კიდევ 2009 წელს წამოაყენა და მაშინ ყაზახთა და აზერბაიჯანელთა თანხმობა მიიღო, მაგრამ საქართველოში არავინ მოუსმინა.

"გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი ჩემთვის ნაცნობია, რადგან რამდენიმე წლის წინათ მასზე თავად ვმუშაობდი და მილაპარაკია როგორც აზერბაიჯანულ, ასევე ყაზახურ მხარესთან.

თუმცა ისიც ვიცი, რა სიძნელეებს შეიძლება წავაწყდეთ.

ფედერაციის პროექტის დეტალები ჩემთვის ჯერ უცნობია და როდესაც გავერკვევი, სასაუბრო და საზოგადოებისთვის მოსაყოლი მეტი გვექნება.

არის თუ არა ეს საქართველოსთვის საინტერესო ინიციატივა? ესაა ბიზნესპროექტი, სახელმწიფოს ინტერესს კი ყველა ის იდეა ემსახურება, რომელიც ჩვენს ფეხბურთსა და კლუბებს განავითარებს, მოთამაშეებისა და მწვრთნელების ზრდას ხელს შეუწყობს.

პროექტის წარმოდგენის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ფორმით მიიღებს მასში სახელმწიფო მონაწილეობას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?
კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს
მკითხველის კომენტარები / 8 /
გაუმართლებელი პროექტია, აზერბაიჯანული კლუბებთან თამაში ჩვენ კლუბებს ვერაფრით გააზლიერებს, ისევე როგორც მათ ჩვენთან თამაში, ამას დაემატება ეროვნულ ნიადაგზე თამაშების ჩაწყობა, დარწმუნებულიო ვარ 7 ქართული გუნდი ერთის სასარგებლოდ იმუშავებს, ისევე როგორ აზეირბაინის 7 გუნდი ერთზე. უმჯობესია კლუბებს ფინანსური შეღავათები დავუწესოთ, საზღვარგარეთ გადახვეწილი ქარეთველები ქართულ კლუბებში დავაბრუნოთ....
aleqsi
14:27 16-04-2013
0
ჩემთვის ფეხბურთი იწყებოდა და მთავრდებოდა ყიფიანით და ის არის ჩემთვის ყველაზე დიდი ქართველი ფეხბურთელი და მსოფლიოშიც ერთ -ერთი საუკეთესო (ყოველგვარი ეროვნული მიკერძოების გარეშე; ზიკოს თეთრ პელეს ეძახდნენ ბრაზილიაში და როგორ შემოეჩაგრა ფლამენგო დინამოს თამაშის დროს ყიფოს ზიკო ცნობილი ფაქტია; თუმცა მერეც როცა ვკითხულობდი მის ინტერვიუებს, როცა დამპალ ედიკას ეთაყვანებოდა, სამწუხაროდ როგორც პიროვნება და ქართველი ეს იყო ტიპიური წითელი ინტელიგენციის წარმომადგენელი, რუსოფილი და ნოსტალგიით შეპყრობილი დიადი საბჭოეთის მიმართ, მიუხედავად იმისა რომ პიროვნულადაც მაგარი ტიპი იყო; მის შვილთან მქონია შეხება, ისიც უაღრესად კულტურული და წესიერი ადამიანია, თუმცა აღნიშნულიდან ნათელია, რომ მასაც აქვს აღნიშნული ნოსტალგია; ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ჩემპიონატი, რაღაც საშუალოს მივუახლოვოთ, რომ აქედან ფეხბურთელებს ვიზა ჰქონდეთ დასავლეთის თუნდაც საშუალო კლუბებში, საიდანაც შეძლებენ უფრო ძლიერში გადასვლა, რათა აღსრულდეს საბოლოო და უმთავრესი, გვყავდეს ნორმალური ეროვნული ნაკრები
fortunato
14:50 16-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული