მას თბილისში დაბადებული და ამჟამად იტალიაში მოღვაწე ანდრეი ლასიუკი ახლავს, რომელიც პროგრამა "ვაისკაუტის" მენეჯერია.
"ჩერველატის სერიოზული კავშირები აქვს. მისი ხელშეწყობით, "საბურთალოს" 1996 წელს დაბადებულთა გუნდი ვიარეჯოს პრესტიჟულ ტურნირზე მიიწვიეს, სადაც "იუვენტუსი", მოსკოვის "სპარტაკი" და ბევრი სხვა პოპულარული კლუბი ითამაშებს.
იქ სასელექციოდ ევროპული გრანდები ჩადიან და ცხადია, ასეთ სახელოვან ჯგუფში "საბურთალოს" მოხვედრა დიდი პატივია.
არ დავმალავ, რომ ჩერველატი ბაჩანა არაბულს აკვირდება, რომელთანაც კონტრაქტის გაფორმება გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდსაც
რიკარდო ჩერველატის ჯერ მისი კარიერის შესახებ შევეკითხეთ.
- კარიერა ფერარას "სპალში" დავიწყე. 1968 წლის შემდეგ კლუბმა პოზიციები დათმო და სერია A-ში აღარ უთამაშია, მაგრამ დღემდე ნიჭიერი ბავშვების აღზრდითაა ცნობილი.
სერია B-ს გუნდის ძირითად შემადგენლობაში 19 წლისამ ვითამაშე, ვიყავი იტალიის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი, 1991-95 წლებში "ბოლონიაში" ვთამაშობდი, მაგრამ მაშინ კლუბს არ ულხინდა და სერია B-ს ვერ ასცდა. სხვათა შორის, იტალიის შეიარაღებული ძალების ნაკრებშიც გამოვდიოდი.
- ახლა რომელ კლუბებთან თანამშომლობთ?
- სერია A-ს თითქმის ყველა კლუბთან, მაგრამ უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს "იუვენტუსთან", "ბოლონიასთან" და "ინტერთან".
- საქართველოში ჩამოსვლის მიზანზეც გვითხარით.
- თბილისში დაუგეგმავად ჩამოვედი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა. ჯერ "საბურთალოსთან" ხელშეკრულება არ გამიფორმებია, მაგრამ პარტნიორობაზე ვფიქრობთ. მაინტერესებდა "საბურთალოს" სავარჯიშო პროცესი, მისი გუნდის შეხვედრა თბილისის "დინამოს" ასაკობრივ გუნდთან...
პირველი შთაბეჭდილება სასიამოვნო იყო. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ბევრი ნიჭიერი ბავშვი ვნახე, განსაკუთრებით, ამ სკოლაში.
მუშაობა კარგად ორგანიზებულია. თვალს ისიც ხვდება, რომ ახალგაზრდა სპეციალისტები ბავშვების სპორტულ აღზრდასთან ერთად, მათ პიროვნულ ჩამოყალიბებაზეც ზრუნავენ - მსაჯებსა და მოწინააღმდეგეებს აგრესიულად არ ექცეოდნენ. ეს ძალიან ბევრზე მეტყველებს.
- შევიტყვეთ, რომ ბაჩანა არაბულით დაინტერესდით...
- არაბული მართლაც საინტერესო თავდამსხმელია. ევროპაში ნიჭიერ ახალგაზრდებზე დაგეშილი მენეჯერები მას კარგად იცნობენ.
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდის მცველი ოთარ კაკაბაძეც მომეწონა, მაგრამ ამ მოთამაშეებზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ.
მალე ბელგიაში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ელიტრაუნდის მატჩებს დავესწრები. საინტერესო მოთამაშეები არიან
17-წლამდელთა ნაკრებშიც, რომელმაც ცოტა ხნის წინ ავსტრიაში ითამაშა.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქართველი ფეხბურთელების იტალიაში წაყვანისას მთავარი პრობლემა არაევროკავშირელებზე მოქმედი ლიმიტია.
- სხვათა შორის, ეს პრობლემა მოგვარებადია...
- როგორ?
- მაგალითად, უნგრეთში ქართველი ლეგიონერად აღარ ითვლება.
- თქვენ რომ ევროკავშირის წევრი არ ხართ?
- "დიორი ეტოს" მენეჯერმა ლაშა ოდილაძემ უნგრეთის ფედერაციას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა ლეგიონერებზე შეზღუდვების გამო. საქმე ისაა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ხელშეკრულება აქვს ვიზების გაცემისა და დასაქმების გაიოლებული წესის შესახებ. ოდილაძემ პროცესი მოიგო.
- ეს გენიალური მიგნებაა! ამას აუცილებლად გამოვიყენებ. თქვენ არ იცით, ეს ქართულ ფეხბურთს რამხელა სამსახურს გაუწევს, რადგან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, წესით, ევროკავშირის სხვა ქვეყნებზეც უნდა გავრცელდეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბაჩანა არაბული: ყოველი დღე ნაყოფიერად უნდა გამოვიყენო
ბაჩანა არაბული: ჯერ გორის "დილა", მერე "ფრანკფურტი"?