კატასტროფული სტატისტიკა: საქართველოში გუნდების რაოდენობა მცირდება

AutoSharing Option
"ლელოს" მკითხველი უკვე ინფორმირებულია, გორში გულშემატკივრებმა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე აქცია რომ გამართეს სლოგანით - "გადავარჩინოთ გორის "დილა" (იხილეთ ვრცლად).

იმედია, ყველაფერი კლუბის და მთლიანად ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ გადაწყდება. ამისთვის კი მედიის, გულშემატკივრებისა და საფეხბურთო სამყაროს მხარდაჭერა და პრინციპული პოზიციაა საჭირო - ჩვენთვის გორის "დილა" ისევე ძვირფასია, როგორც ნებისმიერი ქართული კლუბი.

ახლა ეს მხარდაჭერა მართლაც ბევრს ნიშნავს. საქართველოს ჩემპიონატში სულ სამი ლიგაა და მხოლოდ 62 გუნდი თამაშობს: უმაღლესში 12 მონაწილეა, პირველში - 23 ("ა" ჯგუფში - 12, "ბ" ჯგუფში -
11), მეორე ლიგაში - 27 (აღმოსავლეთ ზონაში - 14, დასავლეთში - 13).

დუბლშემადგენლობების პირველობაზე 12 გუნდი გამოდის, მაგრამ ისინი დამოუკიდებელი გუნდები არ არიან და საერთო ციფრს ვერ მივათვლით.

აქვე ვიტყვით, რომ პირველ ლიგაში გამოდის "დინამო 2", მეორე ლიგაში კი პირველლიგელთა სარეზერვო გუნდები - ცხინვალის "სპარტაკი 2", "გაგრა 2", "ლიახვი 2", "გურია 2", "შუქურა 2", ხობის "კოლხეთი 2".

სამწუხაროდ, სეზონის მსვლელობისას დაიშალა მეორე ლიგის "დუშეთი". არადა, ამ ქალაქში ყოველთვის იყო ფეხბურთის კერა.

ანუ რეალურად საქართველოში გუნდების რაოდენობა გაცილებით მცირეა - 55. ეს რომ კატასტროფული ციფრია, სადავოც არ არის.

ცნობისთვის, 1990 წელს, როდესაც ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, 160 გუნდი გვყავდა. შედარებისათვის კი ვიტყვით, რომ ამჟამად უკრაინის ყველა ლიგაში 6500 გუნდია, რუსეთში - 18 000.

წლების წინათ გუნდი საქართველოს ყველა რეგიონში, რაიონში და ბევრ სოფელშიც კი არსებობდა. ახლა უგუნდოდ კი მთელი რეგიონები დარჩა.

შედარებით კარგი მდგომარეობაა თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში; გუნდები არიან შიდა და ქვემო ქართლში, აჭარაში, გურიაში; ხოლო კახეთში, ჰერეთში, სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და სამცხე-ჯავახეთში დიდი პრობლემებია.

არადა, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა და ფეხბურთი მასობრივი არ გახდა, ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული ნაკრების წინსვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია: მცირე რაოდენობის გუნდები თავისთავად მოთამაშეთა სიმწირესა და მცირე არჩევანსაც გულისხმობს.

ასეთ დროს საქართველოს არც ერთი გუნდის დაკნინებისა და დასუსტების უფლება არ აქვს, მით უფრო, ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის. როგორ და რანაირად, ამაზე მათ იფიქრონ, ვინც ამაზე პასუხისმგებლობა აიღო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
გენაცვალე სტატიაში
juss
13:12 09-05-2013
0
მე ზოგადად ქართული ფეხბურთის მდგომარეობიდან გამომდინარე ვამბობ რომ მხოლოდ კერძო გუნდებით წინ ვერ წავალთ, ამას უნდა მიხვდეთ ელემენტარულია, ქვეყანაში არაა ისეთი ბიზნესმენი წლიურად მინიმუმ 20-30 მილიონს კლუბს რომ დაახარჯავს, აქ რამდენჯერმე ეს უკვე დავწერე 3მილიონიან ღარიბ ქვეყანაში ჩემპ.ლიგის დონის გუნდი მომგებიანი ვერასოდეს იქნება! გაიგეთ! ზესტა ზენიტის დონეზე რომ გავიდეს 100 მილიონის ევროს ინვესტიცია არ ეყოფა, რთულია ამის მიხვედრა? კერძო დადებს ამ თანხას?
hunter
13:32 09-05-2013
0

სიახლეები პოპულარული