გორელმა გულშემატკივრებმა ამბიციური კლუბის შესანარჩუნებლად აქცია გამართეს.
"მეგობრებო, გავერთიანდეთ! დაგვიდექით გვერდით და ერთად გადავარჩინოთ კიდევ ერთი საფეხბურთო კერა, რომელიც მოშლის პირასაა", - ასე იწყება წერილი, რომელიც "დილაში" წარმოქმნილ ფინანსურ პრობლემებს ეძღვნება.
"ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ კლუბს, გორის "დილას" ევროტურნირზე თამაში ელის და ნაცვლად იმისა, რომ გაძლიერებასა და განვითარებაზე ფიქრობდეს, პრობლემები შეექმნა.
კარგი თამაშით "დილამ" გორში მშვენიერ საფეხბურთო კერას ჩაუყარა საფუძველი: ჩემპიონატისადმი ჩვენი საზოგადოების ინდიფერენტული დამოკიდებულების ფონზე,
მაგრამ ნაცვლად განვითარებისა, კლუბი დაშლის პირას იმყოფება, ხოლო ქომაგს ისიც ვერ გაურკვევია, პასუხი ვის მოსთხოვოს.
"დილას" დაშლა ქართული ფეხბურთისთვის კიდევ ერთი უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. ამიტომ ქართული ფეხბურთით დაინტერესებულმა ყველა ადამიანმა, გულშემატკივარმა, ქომაგმა, უბრალოდ, მოყვარულმა უნდა შევძლოთ გაერთიანება და მოვუწოდოთ მათ, ვისაც ეს ხელეწიფებათ - არ დაგვიშალონ კლუბი!
დღეს "დილას" უჭირს, შეიძლება, ანალოგიურ ვითარებაში ხვალ სხვა გუნდი ჩავარდეს და თუ ამ ამბავს ახლა წავუყრუებთ, ქართული ფეხბურთის წინაშე ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაულის უნებლიე თანამონაწილენი გავხდებით! ასე რომ, ვიაქტიუროთ და მოვახერხოთ კიდევ ერთი გუნდის შენარჩუნება!
ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ! გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!" - ვკითხულობთ მიმართვაში.
შევიტყვეთ, რომ აქციას თბილისის "დინამოს" და სხვა ქართული გუნდების გულშემატკივართა ნაწილიც უერთდება. მიუხედავად ფანებს შორის დაპირისპირებისა, ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის ბუნდოვანმა მომავალმა ყველა ერთად დაამწუხრა.
შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, სულ მალე "დილას" დღევანდელი შემადგენლობის შესანარჩუნებლად აქციაც გაიმართოს. იქნებ ამან შედეგი გამოიღოს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბავშვური ოცნების დასასრული - გორის "დილა" იშლება!
ასეთი ფონდები სხვა გუნდებსაც რომ ქონდეს, მე მგონი კარგი იქნება. ფეხბურთელსაც მეტი მოტივაცია ექნება, რომ მისი ხელფასის გადახდაზე ხალხი ზრუნავს და იმედები არ უნდა გაუცრუოს და მაქსიმუმი უნდა გააკეთოს.