მისი თქმით, ბილეთები 5-დან 10 ლარამდე ეღირება, ხოლო შემოსული თანხა საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება.
მუჯირის განცხადებით, მატჩის პირობითი სახელწოდება იქნება - "მილანი"-"კალაძის მეგობრების" წინააღმდეგ, "მილანის" გუნდში ითამაშებენ პაოლო მალდინი, ალესანდრო კოსტაკურტა, ანდრეი შევჩენკო, კრისტიან ვიერი, ფილიპო ინძაგი, რუი კოშტა და სხვა ცნობილი ფეხბურთელები, რომელთა ვინაობა 17 მაისისთვის დაზუსტდება.
მისივე ინფორმაციით, კალაძის მეგობრების გუნდი ჯერ დაკომპლექტებული არ არის, თუმცა
"მილანის" წარმომადგენელი საქრთველოში 15 მაისს ჩამოვა, გუნდის მწვრთნელი კი, კარლო ანჩელოტი იქნება.
რაც შეეხება "კალაძის მეგობრების" გუნდის მწვრთნელს, დავით მუჯირმა მისი ვინაობა არ გაამხილა და აღნიშნა, რომ მატჩთან დაკავშირებით შემდგომი პრესკონფერერნცია 17 მაისს გაიმართება, სადაც დასახელდება კალაძის გუნდის სრული შემადგენლობა და ცნობილი გახდება ის, თუ ვინ იქნება მათი მწვრთნელი.
"კალაძის მეგობრებიდან მატჩზე თამაშის ოფიციალური მოწვევა ჯერ არავის მიუღია, თუმცა თამაშის მონაწილეთა შესარჩევად მიმდინარეობს შიდა კონკურსი", - აღნიშნა მუჯირმა.
კალაძის გამოსამშვიდობებლი მატჩი 31 მაისს 20.30 საათზე დაიწყება. ამავე დღისთვის დაგეგმილია ბერას კონცერტიც.
interpressnews.ge
ასევე იხილეთ:
31 მაისს თბილისში მალდინი, კოსტაკურტა, შევჩენკო, ალბერტინი და ნესტა ჩამოვლენ