კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩზე ბილეთები 22 მაისიდან გაიყიდება

AutoSharing Option
კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩზე ბილეთები 22 მაისიდან გაიყიდება, - ამის შესახებ 11 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე მატჩის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა , დავით მუჯირმა განაცხადა.

მისი თქმით, ბილეთები 5-დან 10 ლარამდე ეღირება, ხოლო შემოსული თანხა საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება.

მუჯირის განცხადებით, მატჩის პირობითი სახელწოდება იქნება - "მილანი"-"კალაძის მეგობრების" წინააღმდეგ, "მილანის" გუნდში ითამაშებენ პაოლო მალდინი, ალესანდრო კოსტაკურტა, ანდრეი შევჩენკო, კრისტიან ვიერი, ფილიპო ინძაგი, რუი კოშტა და სხვა ცნობილი ფეხბურთელები, რომელთა ვინაობა 17 მაისისთვის დაზუსტდება.

მისივე ინფორმაციით, კალაძის მეგობრების გუნდი ჯერ დაკომპლექტებული არ არის, თუმცა
მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი ფეხბურთელები.

"მილანის" წარმომადგენელი საქრთველოში 15 მაისს ჩამოვა, გუნდის მწვრთნელი კი, კარლო ანჩელოტი იქნება.

რაც შეეხება "კალაძის მეგობრების" გუნდის მწვრთნელს, დავით მუჯირმა მისი ვინაობა არ გაამხილა და აღნიშნა, რომ მატჩთან დაკავშირებით შემდგომი პრესკონფერერნცია 17 მაისს გაიმართება, სადაც დასახელდება კალაძის გუნდის სრული შემადგენლობა და ცნობილი გახდება ის, თუ ვინ იქნება მათი მწვრთნელი.

"კალაძის მეგობრებიდან მატჩზე თამაშის ოფიციალური მოწვევა ჯერ არავის მიუღია, თუმცა თამაშის მონაწილეთა შესარჩევად მიმდინარეობს შიდა კონკურსი", - აღნიშნა მუჯირმა.

კალაძის გამოსამშვიდობებლი მატჩი 31 მაისს 20.30 საათზე დაიწყება. ამავე დღისთვის დაგეგმილია ბერას კონცერტიც.

interpressnews.ge

ასევე იხილეთ:
31 მაისს თბილისში მალდინი, კოსტაკურტა, შევჩენკო, ალბერტინი და ნესტა ჩამოვლენ
მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა რას გვაბოლებდით ეს ჩამოვაოო ის ჩამოვაოო ვარსკვლავთ ცვენა იქნებაოოო.....................
del piero 10
12:29 11-05-2013
0
აი შენი მართლა არ მესმისს.თუ მალდინი კოსტაკურტაა შევჩენკო ინძაგი ვიერი ვარსკვლავები არ არიანნ აბა სხვა ვინღაა. მესის არავინ ჩჰამოიყვანსს.ეს კალაძIსს მეგობრები არიან და კიდე ბევრი იქნებაა
koko199
14:43 11-05-2013
0

სიახლეები პოპულარული