როგორც სულხან გოგიბერიძემ აღნიშნა, მის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები გაკეთდა თანხის გაფლანგვასთან დაკავშირებით, რაც, გოგიბერიძის თქმით, უსაფუძვლოა.
"აბსოლუტურად ავიღებ პასუხისმგებლობას ჩემ მიერ გაწეულ სამუშაოებზე. დამტკიცებული ბიუჯეტი არის 1 370 000 ლარი, საიდანაც, დღეის მდგომარეობით, დახარჯულია 601 835 ლარი, ხოლო დარჩენილია 768 165.
15 მაისს ცილისმწამებლური განცხადებები გაკეთდა, სადაც თანხის გაფლანგვაზე იყო საუბარი.
საშხაპეების საკითხს რაც შეეხება, მის გასაკეთებლად არც ერთი ლარი არ არის ბიუჯეტში გაწერილი და ეს საკრებულოს გადასაწყვეტია", - აღნიშნა სულხან
როგორც სულხან გოგიბერიძემ განმარტა, ის განცხადების დაწერას თანამდებობიდან წასვლის შესახებ არ აპირებს და მზად არის, ყველა საკითხთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხოს.
მისივე თქმით, როგორც კლუბის ხელმძღვანელი თვლის, რომ არსებობს პრობლემები, მაგრამ სეზონის დამთავრებამდე განცხადებების გაკეთებას არ აპირებს.
15 მაისს ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ პლაკატები გამოფინეს წარწერებით: "ჩვენ გვჯერა ფეხბურთელების, მაგრამ არ გვჯერა ხელმძღვანელობის".
გულშემატკივრებმა კლუბის ხელმძღვანელები თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულეს და მათი თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვეს.
interpressnews.ge
ასევე იხილეთ:
ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები გუნდის ხელმძღვანელობის შეცვლას ითხოვენ