გავიდა წლები და ფესტივალი კავკასიაში ყველაზე მასშტაბური და პოპულარული საფეხბურთო ტურნირი გახდა, რომელსაც სპონსორები არასოდეს აკლდა.
28 მაისიდან 2 ივნისამდე თბილისის ფედერაცია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ბავშვთა ფესტივალს მეექვსედ უმასპინძლებს.
ორი დღის წინ, ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი აკაკი ლოდია თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, გრიგოლ ცაავასა და ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ყიფიანის თქმით, ტურნირში მონაწილეობას
აზერბაიჯანული და სომხური გუნდების ერთ ტურნირში მონაწილეობა მართლაც მოვლენაა, რადგან ისინი ერთად თამაშს კატეგორიულად უარობენ.
თამაშები საფეხბურთო კლუბების - "საბურთალოს", "ოლიმპისა" და "დინამოს" აკადემიის მოედნებზე ჩატარდება, ფინალური შეხვედრა კი - 2 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"