თბილისის საფეხბურთო ფესტივალზე სომხები და აზერბაიჯანელები ერთად ითამაშებენ

AutoSharing Option
ექვსი წლის წინ თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო ფესტივალის ჩატარება გადაწყვიტა.

გავიდა წლები და ფესტივალი კავკასიაში ყველაზე მასშტაბური და პოპულარული საფეხბურთო ტურნირი გახდა, რომელსაც სპონსორები არასოდეს აკლდა.

28 მაისიდან 2 ივნისამდე თბილისის ფედერაცია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ბავშვთა ფესტივალს მეექვსედ უმასპინძლებს.

ორი დღის წინ, ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი აკაკი ლოდია თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, გრიგოლ ცაავასა და ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ყიფიანის თქმით, ტურნირში მონაწილეობას
მიიღებენ თბილისისა და საქართველოს რეგიონების მოწინავე საფეხბურთო სკოლები, აგრეთვე, თურქეთის "ტრაბზონსპორი", აზერბაიჯანის "ნეფთჩი", სომხეთის "ალანჯა", ვლადიკავკაზის "ალანსკიე ბარსი" - სულ 62 გუნდი და 850-მდე მოზარდი.

აზერბაიჯანული და სომხური გუნდების ერთ ტურნირში მონაწილეობა მართლაც მოვლენაა, რადგან ისინი ერთად თამაშს კატეგორიულად უარობენ.

თამაშები საფეხბურთო კლუბების - "საბურთალოს", "ოლიმპისა" და "დინამოს" აკადემიის მოედნებზე ჩატარდება, ფინალური შეხვედრა კი - 2 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული