კახა კალაძე ფეხბურთიდან გააცილეს - კალაძის მეგობრები-მილანი 1:3 [VIDEO]

AutoSharing Option
31 მაისს "დინამო არენაზე" კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩი გაიმართა.

თავდაპირველად მოქმედი თუ ყოფილი ფეხბურთელები მოედანზე გასახურებლად გავიდნენ და ტრიბუნაზე მყოფ გულშემატკივრებს ბურთები გადაუგდეს, რასაც მაყურებელში ოვაციები და დიდი მხიარულება მოჰყვა.

სტადიონის დიდ მონიტორზე კახა კალაძის განვლილი საფეხბურთო კარიერის შესახებ 10-წუთიანი დოკუმენტური ფილმი აჩვენეს.

შემდეგ კი დაპირებისამებრ სტადიონზე ბერა ივანიშვილი გამოჩნდა და რამდენიმე ახალი სიმღერა შეასრულა. გარდა ამისა, ბერამ ქართველ გულშემატკივარს ერთი სიურპრიზიც მოუმზადა - სცენაზე ამერიკელი რეპერი replay გამოვიდა და ქართველ მომღერალთან დუეტში იმღერა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბერას გამოსვლის შემდეგ
გუნდები მოედანზე გამოვიდნენ.

კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩში პირველი დარტყმა მისმა ვაჟმა ლევანიკო კალაძემ შეასრულა
Sportall.Ge

საქართველოს ჰიმნის დასრულების შემდეგ კი მატჩი დაიწყო და პირველი წუთებზე "კალაძის მეგობრებმა" სახიფათოდ შეუტიეს მეტოქეს - შოთა არველაძე გოლი გაიტანა, თუმცა გვერდითმა არბიტრმა ალამი ასწია და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

შეხვედრის მე-8 წუთზე გუნდებმა საგოლე მომენტები შექმნეს. ჯერ იაშვილი ურტყამდა "მილანის" კარის მიმართულებით, შემდეგ კი სერჟინიომ შეუტია "კალაძის მეგობრების" კარს სახიფათოდ, თუმცა ანგარიში არც ამჯერად გაიხსნა.

მე-11 წუთზე გოლის გატანა ფილიპო ინძაგის შეეძლო, მაგრამ მისი თავური დარტყმა ზუსტი არ აღმოჩნდა.

მატჩის მე-14 წუთზე კი მეკარესთან ფლანგიდან პირისპირ შოთა არველაძე გავიდა. მისმა პასმა დემეტრაძემდე არ მიაღწია - ბურთს როსი დაეუფლა.

4 წუთში ანგარიშის გახსნა "მილანს" შეეძლო - გამჭოლი პასი შევჩენკომდე მივიდა, მაგრამ უკრაინელმა ფეხბურთელმა შოვკოვსკის ვერ აჯობა.

25-ე წუთზე შოთა არველაძემ თავის გუნდს პენალტი მოუტანა, რომელიც დემეტრაძემ ზუსტად შეასრულა და მატჩში ანგარიში "კალაძის მეგობრების" სასარგებლოდ გახსნა.

პირველი ტაიმი ანგარიშით 1:0 დასრულდა.

შესვენების დროს კი მოედანზე ანსამბლი "ერისიონი" გამოვიდა და გულშემატკივრებს ლამაზი სანახობა წარმოუდგინა.

მეორე ნახევრის დაწყებამდე სახალისო ამბავი მოხდა - მოედანზე ტრუსის ამარა მამაკაცი გამოვარდა, რომლის დაჭერას სტადიონის თანამშრომლები კარგა ხანს ვერ ახერხებდნენ. სინამდვილეში კი ეს დაგეგმილი "ფლეშ მობი" იყო, შიშველმა მამაკაცმა უეცრად ცეკვა დაიწყო, შემდეგ კი მოცეკვავეთა ჯგუფი გამოჩნდა მოედანზე და რამდენიმე ცეკვა შეასრულა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თამაშის განახლებიდან ორ წუთში ფილიპო ინძაგიმ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. შანსი თავადვე გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში თამაშის საშუალება უკვე ყველა სათადარიგო ფეხბურთელსაც მიეცა.

52-ე წუთზე გატანა კვლავ ინძაგის შეეძლო, რომელმაც თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოარტყა.

შეხვედრის 71-ე წუთზე კი "მილანი" ანდრეი შევჩენკომ დააწინაურა - 2:1. 76-ე წუთზე სხვაობა ორამდე ვერხოვოდმა გაზარდა - 1:3. საბოლოოდ შეხვედრა ამ ანგარიშით დასრულდა.

კახი კალაძე სულ მოკლე დროში გახდა სანიმუშო მინისტრი - ბიძინა ივანიშვილი
Sportall.Ge

დედა, რაც ჩემთვის გააკეთე, ალბათ, ვერასოდეს გადაგიხდი - კალაძის ამაღელვებელი სიტყვა დინამო არენაზე
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

კალაძის მეგობრები-მილანი 1:3
გოლები დემეტრაძე (25), 1:1 ინძაგი (42), 1:2 შევჩენკო (71), ვერხოვოდი (75)

კალაძის მეგობრები: ალექსანდრე შოვკოვსკი, ვლადისლავ ვაშჩუკი, ფაბიო გროსო, ფაბიო კანავარო (კ), ლუკა ტონი, ალექსანდრე იაშვილი, შოთა ერველაძე (არჩილ არველაძე 38), ლევან კობიაშვილი, დავით მუჯირი (სერგეი რებროვი 22), გიორგი დემეტრაძე, ფერნანდო კოუტუ.

მწვრთნელები: ფატიჰ თერიმი, ალექსანდრე ჩივაძე

სათადარიგოები: ზვიად სტურუა, ზაზა ზამთარაძე, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი ქინქლაძე, აჩი არველაძე, რატი ალექსიძე, გოგა გახოკიძე, უმით დავალა, კახაბერ ცხადაძე, მურთაზ შელია, გიორგი ნემსაძე, სერგეი რებროვი, მიხეილ ყაველაშვილი, ჰაქან შუქური.

მილანი: სებასტიან როსი, პაოლო მალდინი, კახა კალაძე (კ), ფრანკო ბარეზი (ჯუზეპე ფავალი 28), ანდრეი შევჩენკო, ფილიპო ინძაგი, მეთიუ ფლამინი, დარიო სამიჩი, ფედერიკო ჯუნტი (ანჯელო კარბონე 22), სერჟინიო, მასიმო ოდო.

მწვრთნელები: კარლო ანჩელოტი, ჩეზარე პრანდელი.

სათადარიგოები: ზვონიმირ ბობანი, იბრაჰიმ ბა, დანიელ მასარო, ანჯელო კარბონე, ჯუზეპე ფავალი, ჯუზეპე პანკარო, სტეფანო ერანიო, როკე ჟუნიორი, პიეტრო ვერხოვოდი, უმითი, ვალერიო ფიორი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქეიფი ჭირის დროს ქართულ სასაფლაოებს გვიღობავენ,მიუწვდომლად თქვე ვერანეებო თქვენ კი თფუი....
ciskara
09:22 01-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული