მადლობა, კახა! [VIDEO]

AutoSharing Option
ფეხბურთელ კახა კალაძეს უკანასკნელად დაუკრეს ტაში სტადიონზე. ზეიმი მართლაც შედგა. საბენეფისო მატჩის წინ იყო პატარა წარმოდგენა, კალაძის მეგობარმა ბერამ რამდენიმე სიმღერა შეასრულა, სცენაზე ამერიკელი რეპერიც გამოჩნდა. "დინამო არენა" გაივსო...

შოუს დიქტორები დიმიტრი ობოლაძე და ნუგზარ რუხაძე იყვნენ. მოთელვაზე გამოსულმა ფეხბურთელებმა ბურთები ტრუბუნებისკენ გაისროლეს. მატჩის დაწყებამდე სტადიონის ეკრანზე ათწუთიანი დოკუმენტირი ფილმი გაუშვეს კალაძეზე. ყველაფერი მაღალ დონეზე იყო შესრულებული.

მოედანზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიც გამოვიდა და ცხადია, ტაში მათაც დაუკრეს - ეს გუნდი ხომ ახლახან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თამაშიც
კარგი გამოვიდა. პენალტი შოთა არველაძემ მოინაგრა, დარტყმა კი გიორგი დემეტრაძემ შეასრულა უზადოდ.

კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩზე პირველი დარტყმა მისმა ვაჟმა ლევანიკო კალაძემ შეასრულა
Sportall.Ge

მოედანზე ვარსკვლავები აგორებდნენ ბურთს, მობერებულები, წონაში მომატებულები, მაგრამ ისევ ნიჭიერები და თვალისმომჭრელები.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასეთი მატჩი საჭირო იყო - განსაკუთრებული ემოციები მოაქვს და რაც მთავარია, ხალხი მოჰყავს სტადიონზე.

კალაძემ პირველი ტაიმი "მილანის" შემადგენლობაში ითამაშა, შესვენების შემდეგ კი - მეგობრების გუნდში.

"მილანმა" პიპო ინძაგის პენალტით გაათანაბრა, შემდეგ ანდრეი შევჩონკომ გამოიდო თავი, წერტილი კი 54 წლის პიეტრო ვიერხოვოდმა დასვა.

კალაძის მეგობრები - მილანი 1:3
Sportall.Ge

მთლად ამხანაგური შეხვდერა არ გამოვიდა, მილანელებმა უფრო მოინდომეს, მეტი ირბინეს და გაიმარჯვეს.

კალაძემ მოედანს წრე დაარტყა, მთელ პერიმეტრზე შემოურბინა მინდორს, ყველა ტრიბუნაზე მყოფ მაყურებელს მადლობა გადაუხადა - ის ხომ ფეხბურთს მათთვის თამაშობდა. სწორედ ეს იყო ამ საღამოს კულიმინაცია.

მოედანზე გავიდა და სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა: "კალაძე პოლიტიკაში იმიტომ მოვიდა, რომ საკუთარი ქვეყნის სამსახურში ჩამდგარიყო, იქ დადაგა, სადაც საქართველოს დასჭირდა, ის არავისზე ნაკლები მინისტრი არ არის. დიდი მადლობა მას, პოლიტიკიდანაც ასეთი ტაშით გაგვეცილებინოს," - ასეთი შინაარსის იყო ივანიშვილის სიტყვა.

კახი კალაძე სულ მოკლე დროში გახდა სანიმუშო მინისტრი - ბიძინა ივანიშვილი
Sportall.Ge

"მილანის" სპორტულმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ აღნიშნა, რომ ასეთი მატჩი ყოველთვის ტოვებს სენტიმენტებს, კალაძემ ეპოქა შექმნა და ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათო.

დედა, რაც ჩემთვის გააკეთე, ალბათ, ვერასოდეს გადაგიხდი - კალაძის ამაღელვებელი სიტყვა დინამო არენაზე
Sportall.Ge

ბოლოს კალაძის ჯერი დადგა, ყველას მადლობას გადაუხადა, თვალები თანდათან ცრემლით ევსებოდა, ფეხბურთელის კარიერა ისე დავასრულე, დედაჩემი არც ერთ მატჩზე არ მოსულა, დღეს კი აქ არის და მასაც დიდ მადლობას ვეუბნებიო...მერე იყო ლამაზი ფოიერვერკი და საამატჩოდ შექმნილი სიმღერა კალაძეზე.

ოთხი ნომერი, რომელმაც ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, რომელიც სამტრედიიდან "მილანში" აღმოჩნდა - კახა კალაძე სამაგალითო კაცია.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კახა კალაძე ფეხბურთიდან გააცილეს - კალაძის მეგობრები-მილანი 1:3
მკითხველის კომენტარები / 17 /
ამ ნაცისტს უყურე რა უნამუსოა სააკაშვილმა რომ დაკარგა მიწები მაშინ ხმა არ ამოგიღია და ეხლა მის ნამოქმედარს რომ იმკის ეს მტავრობა ეხლა გაიღვიძე? სააკაშვილი რომ დარბოდა ნაშებში ჩვენი ფულებით მაშინ ხმას არ ირებდი და ამ კაცმა თავისი შრომით რომ იშოვა ფული ეხლა გაიღვიძე? ნამუსი მაინც იქონიეთ ამ ნაცისტებმა
დავითი
12:31 03-06-2013
0
კახი მაგარი ხარ..ვამაყობ რომ ქართველი ხარ და ფეხბურთშიც მაგარი იყავი და მთავრობაშიც მაგარი მინისტრი ხარ
დათა
12:29 03-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული