კვირის 1000 წვრილმანი: პირველი გვერდი

AutoSharing Option
წავაგეთ, ფეოლა...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიჯრით წააგო ორი ამხანაგური შეხვედრა და "ლელოს" პირველი გვერდიც ასე გამოეხმაურა ამ ამბავს.

დანია-საქართველო 2:1 - უსაჩუქროდ არც დანია დავტოვეთ [VIDEO]
ირლანდია-საქართველო 4:0 - გუნდი, რომელსაც მომავალი არ აქვს [VIDEO]

საქართველოს ნაკრები, მისი მწვრთნელი და ჟურნალისტიკა - ეს ის სამკუთხედია, დიდი შესაძლებლობები რომ გააჩნია შარჟის, ირონიისა და სარკაზმის.

საქართველოს ნაკრებში ბევრი მწვრთნელი გაჯიქებულა, გადადგომა არ მოუსურვებია და მერე არც თუ კ
არგად დამშვიდობებია ამ სამსახურს.

რა თქმა უნდა, არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე და ყოველთვის ისე არ მოხდება, როგორც მანამდე ხდებოდა. ისიც სათქმელია, რომ ჩვენი ეროვნული გუნდის ცუდი გამოსვლა მხოლოდ მწვრთნელის ბრალი ვერ იქნება.

ფეხბურთის ფედერაციამ თემურ ქეცბაიას გაშვება რომც მოინდომოს, ძალიან ძვირი დაუჯდება - ხელფასი მაინც გადასახდელი ექნება მისთვის, ნაკრების მწვრთნელისთვის კი ფულს სახელმწიფო იხდის.

ანუ ფედერაციამ სახელმწიფოს გაშვებულ მწვრთნელში უნდა სთხოვოს ფული - ეს კი უკვე ძალიან დიდი სისულელე იქნება.

ქეცბაიას შეუძლია, ფედერაციას უხერხულობა აარიდოს და თვითონ წავიდეს, თუმცა ეს ალბათ არ მოხდება, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე.

საქართველოს ნაკრებს კი ცვლილებები სჭირდება, ირლანდიასთან და დანიასთან მატჩმა ეს კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, მათ შორის იმათ, ვისაც ადრე განსხვავებული აზრი ჰქონდა.

ცვლილებები არ ნიშნავს მაინცდამაინც მწვრთნელის შეცვლას. ბოლო პერიოდში "ლელომ" არაერთ რესპონდენტს ჩამოუგდო სიტყვა ნაკრებში ფეხბურთელების ანაზღაურებაზე და ყველამ ის თქვა, რომ ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში მხოლოდ სამშობლოს სიყვარულის გამო აღარ უნდა თამაშობდესო.

პრემიების და ნაკრებში გამოძახებისთვის თანხის მიღების საკითხი წესითა და რიგით მწვრთნელმა უნდა დააყენოს ფეხბურთის ფედერაციის წინაშე.

არაერთ საფეხბურთო კლუბში მიმუშავია და ყველგან ასე იყო - ფეხბურთელების ინტერესებს ხელმძღვანელობასთან მწვრთნელი იცავდა. თუ ფეხბურთელებმა არ დაინახეს, რომ მწვრთნელი მათი მოკავშირეა, იქ საქმე არ გამოვა.

კარგად დალაგებულ-დავარცხნილ ქვეყნებში ფეხბურთელები კონტრაქტითაც კი თამაშობენ ეროვნულ ნაკრებში. დროშა, ჰიმნი, გერბი - მხოლოდ ამის გამო ნაკრებში აღარ თამაშობენ, ნაკრებში თამაშიც პროფესიაა და ის ანაზღაურებადი უნდა იყოს.

დავანებოთ თავი დალაგებულ-დავარცხნილ ქვეყნებს და აზერბაიჯანში გადავიდეთ. იქ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, რამდენიმე ჩვენებური მწვრთნელობს და მათგან ვიცი, რომ აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელს დღეში ორას ევროს უხდიან, ხოლო მოგებაზე პრემია ოცი ათასია გუნდის თითოეულ ფეხბურთელზე.

ჩვენთან კი წნეხია. რა გითხრათ, შესაძლოა წნეხი ზოგისთვის მისაღებიც იყოს, თუმცა ეს უკვე დრომოჭმული მეთოდია, ის მწვრთნელებიც, რომლებიც ასე ცდილობდნენ გუნდში საერთო დისციპლინის და ფეხბურთელებთან ურთიერთობის დამყარებას, ცოცხლები აღარ არიან.

ჩვენ კი სადღაც ჩავრჩით.

* * *

როგორც იქნა, კახა კალაძე ისე დაემშვიდობა ფეხბურთელობას, როგორც ამას იმსახურებდა. ლამაზი საღამო გამოვიდა.

მადლობა, კახა! [VIDEO]

მოედანზე ბევრი ოდინდელი ვარსკვლავი ვიხილეთ, კალაძის მეგობრების გუნდში კი ის ფეხბურთელები, საქართველოს ნაკრებში მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის რომ უნდა მიეღწიათ.

ყველაზე მხურვალე ოვაცია გიორგი ქინქლაძის გამოჩენამ გამოიწვია.

ბევრი რამ იცვლება, გემოვნების შეცვლა კი ძალიან ძნელია. ქინქლაძემ ერთი ლამაზი ფინტი გვაჩუქა იმ დღეს. სხვა ჩვენებურებიც გამოირჩნენ მოხდენილი ეპიზოდებით, მაგრამ ქინქლაძე მაინც სულ სხვა იყო.

თავდადების, შრომისა და მიზანდასახულობის მაგალითი - ეს უკვე კახა კალაძეა. ფეხბურთელობა, ბიზნესი - ამის შემდეგ კალაძე პოლიტიკაში ჩაერთო და იქაც წარმატებული აღმოჩნდა.

ის არ მოერიდა სირთულეებსა და რისკს, გაწყობილ-გამზადებულ სუფრაზე არ მისულა, ბრძოლებში გამოიარა.

კალაძე ენერგეტიკის მინისტრია, თუმცა ქართული ფეხბურთის დახმარებას ეს არ უკრძალავს.

საფეხბურთო საკითხებში კალაძე პრემიერ-მინისტრისთვის კარგი მრჩეველი უნდა იყოს. ჩვენი საკლუბო ფეხბურთი შველას ითხოვს.

საქმეში აქტიურადაა ჩართული სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი, ვისაც ძალიან კარგად ესმის საკლუბო ფეხბურთის პრობლემები. კალაძემაც რომ შეაწიოს ერთი-ორი სიტყვა ქართულ კლუბებს, ესეც საქმე იქნება. ურთიერთობები ყველგან ბევრს ნიშნავს.

* * *

ალექსანდრე იაშვილი კი ბაქოს "ინტერში" გადადის, სადაც მწვრთნელი კახა ცხადაძეა.

მოსალოდნელი ტრანსფერი: ალექსანდრე იაშვილი ბაქოს "ინტერში"

აზერბაიჯანი რაღაცით იმ ყატარს ემსგავსება, ცხოვლად რომ დაიწყო 30 წელს გადაცილებული ვარსკვლავების მიწვევა.

ეს შესაძლებლობა ძალიან ბევრმა მობერებულმა ვარსკვლავმა გამოიყენა.

იაშვილს კვლავ უხარია ვარჯიში და თამაში, სხვანაირად ის აზერბაიჯანულ წინადადებას არ განიხილავდა.

აზერბაიჯანი ვერ გახდება მაგალითი ქართული ფეხბურთისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია ნავთობჭაბურღილები. ჩვენ სხვანაირად უნდა ავაწყოთ ყველაფერი.

* * *

ელვისებურ გარღვევას და გრიგალისებურ შეტევას გაუმარჯოს...
ვაი, შენს პატრონს...
ფიზკულტურის ხორცმეტი ბონდო დოლაბერიძე...
ცირკულარი მივიღეთ ცენტრიდან...
არ დაგავიწყდეთ ჩემი სტილი...
ის სუსტები უფრო მაინტერებს მე...
დიდებული რამეა ოლიმპიური სისტემა - წააგე, წადი სახლში, დაისვენე...

ამ ბლოგის ავტორი პატიოსან სიტყვას იძლევა, რომ პირველი გვერდები ისევ გამოცხვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს ქეცბაია. დაგვავიწყდა რა დღეში იყო ნაკრები ქეცბაიამდე? 2 წელი არ ქონდათ თამაში მოგებული. ეხლა ხანდახან მაინც აქვთ გამონათებები. რა ძლიერი შემადგენლობა გვყავს და შედეგს ვერ ვაჩვენებთ? ქეცბაიას ლანძღვას ჯობია ბავშვთა ფეხბურთზე და ეროვნულ ჩემპიონატზე ვიმსჯელოთ
Giorgi
12:26 09-06-2013
0
პრემიების შემოღება მშვენიერი იდეაა, ფეხბურთელებს სათქმელი არ ექნებათ ანაზღაურება არ გვაქვსო, სახელმწიფოს კიდე ფულის დაკარგვის არ შეეშინდება, ესენი მაინც ვერაფერს მოიგებენ:))))
premia
13:53 09-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული