თბილისის "დინამო" ავსტრიულ შეკრებაზე შესაძლოა "კრასნოდარს" დაუპირისპირდეს

AutoSharing Option
ჯერჯერობით თბილისის "დინამოს" ევროთასებისთვის სამზადისის გეგმა და საკონტროლო მატჩების განრიგი ოფიციალურად არ გამოუცხადებია, თუმცა, როგორც ირკვევა, საქართველოს ჩემპიონები შეკრებას ავსტრიაში გაივლიან.

რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდარის" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ გუნდი ავსტრიულ შეკრებაზე ერთ-ერთ სპარინგ-მატჩს სწორედ დუშან უჰრინის გაწვრთნილებთან გეგმავს.

"კრასნოდარისა" და თბილისის "დინამოს" შეხვედრა 30 ივნისისთვისაა დაანონსებული, თუმცა საიტი არც იმას გამორიცხავს, რომ საქართველოს ჩემპიონებთან შეხვედრა რაიმე მიზეზით არც შედგეს...

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონები წელს ჩემპიონთა ლიგაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვებიან.

ამასობაში კი თბილისის "დინამოს" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ 10 ივნისს
დინამოელებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ბაზასთან არსებულ კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

მერაბ ვარძუკაშვილი ("დინამო თბილისის" მთავარი ექიმი): "თუკი ლეგიონერებს არ ჩავთვლით, სამედიცინო შემოწმება, ფაქტობრივად, ყველა ფეხბურთელმა გაიარა. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი სამედიცინო შემოწმება ფეხბურთელებმა წარმატებით გაიარეს".

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" სომხეთის ჩემპიონს 17 ივნისს დაუპირისპირდება
თბილისის "დინამო" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ჯაბა დვალი: თბილისის "დინამო" ის კლუბი არ არის, საიდანაც გარბიან
ნუკრი რევიშვილი "კრასნოდარს", დიდი ალბათობით, დატოვებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული