armsport.am: როგორ დაესხნენ თავს ქართველები სომეხ გულშემატკივრებს [VIDEO]

AutoSharing Option
17 ივნისს თბილისის "დინამომ" ამხანაგურ შეხვედრაში სომხეთის ჩემპიონს, გიუმრის "შირაქს" უმასპინძლა. "დინამო არენაზე" გამართული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, თამაშის დასრულების შემდეგ კი ტრიბუნებზე ქართველ და სომეხ გულშემატკივრებს შორის მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა.

ეს ინციდენტი უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ სომხეთში, სადაც www.armsport.am-მა სტატია და სამოყვარულო კამერით გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


უცვლელად გთავაზობთ სომხურ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიას.

როგორ დაესხნენ თავს ქართველები სომეხ გულშემატკივრებს
17 ივნისს, თბილისის "დინამოსა" და გიუმრის "შირაქს" შორის საქართველოს დედაქალაქში გამართული ამხა
ნაგური მატჩის (1:1) შემდეგ საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, რომელიც
შეიძლებოდა, უმართავ პროცესებშიც გადაზრდილიყო.

"დინამოს" დაახლოებით 130-მა გულშემატკივარმა გადაწყვიტა, თავს დასხმოდა "შირაქის" რამდენიმე ათეულ ქომაგს, რომელთა შორის 30-მდე გოგონა და ყმაწვილი იყო...

მატჩის დროს ქართველი გულშემატკივრები აქტიურები იყვნენ, ორგანიზებულად უჭერდნენ მხარს თავიანთ გუნდს და ერთი შეხედვით, ხულიგნებს არ ჰგავდნენ, მაგრამ საფინალო სასტვენიდან ერთ წუთში სტადიონის გასასვლელში თავს დაესხნენ "შირაქის" ფანებს.

ძალები აშკარად არათანაბარი იყო და შეტაკება რომ მომხდარიყო, შედეგები ტრაგიკული იქნებოდა.

სამართალდამცავმა ორგანოებმა და სომხური დელეგაციის წევრებმა შეძლეს, დროულად აღეკვეთათ "დინამოს" ფანების აგრესია, რის შემდეგაც სტადიონზე პოლიციის დამატებითი ძალები მივიდნენ.

სომეხმა გულშემატკივრებმა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი სამართალდამცველთა დახმარებით დატოვეს, რადგან ქართველი ფანატები სტადიონის სიახლოვეს მორიგ შეტაკებას ამზადებდნენ...

როგორც წესი, თბილისში გამართული სომხურ-ქართული საფეხბურთო მატჩები მსგავსი ინციდენტებით ხშირად სრულდება, მაგრამ ამჯერად შეხვედრა ამხანაგური იყო და დაპირისპირება მოსალოდნელი არ იყო.

ამ შემთხვევამ კი გვაჩვენა, რომ ქართულ მხარეს ყველა შემთხვევაში უნდა ეზრუნა სტუმრად მყოფი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე.

P.S. "შირაქის" გულშემატკივრები, რომლებიც თბილისში იმყოფებოდნენ, მატჩის შემდგომ არსებულ ვითარებას ტელეფონებით იღებდნენ და შესაძლოა, ქსელში მალე გამოჩნდეს კიდეც ინციდენტის ამსახველი უფრო მკაფიო ვიდეორგოლი.


ასევე იხილეთ:
დინამო-შირაქი 1:1 - ახა­ლი გუნ­დის კონ­ტუ­რე­ბი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 26 /
რა ყველაფერში ვჩაგრავთ ამ სომხებს :D :D
0
რა ჩხუბი ან ვინ ვის დაესხა თავს რეებს წერთ საერთოდ
12345
13:57 18-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული