შეხვედრა ორმხრივ შეტევებში წარიმართა და სახიფათო მომენტები როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის კართან ხშირად იქმნებოდა.
ანგარიში მატჩის დებიუტში უკრაინელმა ფეხბურთელებმა გახსნეს, გოლი არტიომ კრავეცმა გაიტანა.
ანგარიშში წონასწორობის გათანაბრება დინამოელებს მალევე, შეხვედრის მე-20 წუთზე შეეძლოთ. კიევის "დინამოს" მეკარემ, მაქსიმ კოვალმა მცველის უკან დაბრუნებული ბურთი ხელებში დააფიქსირა და მსაჯმა თავისუფალი საჯარიმო დარტყმა დანიშნა.
ჩვენმა ფეხბურთელებმა სტანდარტი სწრაფად გაითამაშეს, თუმცა დამასრულებელ ფაზაში უკრაინელმა ფეხბურთელებმა ბურთის კუთხურზე მოგერიება მოახერხეს.
თბილისელმა ფეხბურთელებმა რამდენიმე ხელსაყრელი ეპიზოდი
ბურთს სათანადოდ ვერ მისწვდა ჯაბა დვალი, რომელსაც შეტევის გოლით დასრულება და ანგარიშში წონასწორობის აღდგენა შეეძლო.
დუშან უჰრინის გუნდი პირველ სპარინგში მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.
იხილეთ ვიდეო
მოსამზადებელ ეტაპზე დინამოელები მორიგ სპარინგს 23 ივნისს, უკრაინის ჩემპიონთან, დონეცკის "შახტართან" გამართავენ.
ამხანაგური მატჩი
დინამო თბილისი-დინამო კიევი 0:1
გოლი: კრავეცი 7’
დინამო თბილისი: ლორია, ძარია (გლიშიჩი 83’), კვარაცხელია (გველესიანი 80’), მერებაშვილი, პაპავა, ჩისკო (შინდაგორიძე 68’), მერებაშვილი, გრაიციარი (ლექვთაძე 62’), ხურცილავა, კვირკველია, შაშიაშვილი
დინამო კიევი: კოვალი (შოვკოვსკი 46’), მაკარენკო, სილვა, ლულკა, სიდორჩუკი, ბუიალსკი (კალიტვინცევი 68’), ალიევი (ბერტოლო 46’), კალიტვინცევი (ადმირი 46’), ცურიკოვი (ალიევი 74’), კრავეცი, ბოგდანოვი
გაფრთხილება: მეჰმედი, ბოგდანოვი, კალიტვინცევი
fcdinamo.ge
ასევე იხილეთ:
დინამო-შირაქი 1:1 - ახალი გუნდის კონტურები [VIDEO]