ალექს ტეიშეირა: თბილისის "დინამოსთან” ცოტა არ გაგვიმართლა, თორემ...

AutoSharing Option
23 ივნისს თბილისის "დინამოსა" და დონეცკის "შახტარს" შორის ავსტრიაში გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, უკრაინული გრანდის ნახევარმცველმა ალექს ტეიშეირამ კომენტარი გააკეთა, სადაც დუშან უჰრინის შეგირდები დაახასიათა.

ბრაზილიელი მიიჩნევს, რომ "დინამოს" ფიზიკურად ძლიერი გუნდი ჰყავს, თუმცა მოგებას "შახტარი" უფრო იმსახურებდა.

შეგახსენებთ, რომ დინამოელებმა მეტოქე ჩისკოს მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხეს.

- ალექს, შეგვიძლია თბილისის "დინამოს" ამ შეკრებაზე უძლიერესი ვუწოდოთ იმ მეტოქეთა შორის, ვისთანაც გითამაშიათ?
- არა. მეტოქემ თავი საუკეთესოდ კი წარმოაჩინა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაზე ძლიერი გუნდია მათგან, ვისთანაც კი
ავსტრიაში გვითამაშია.

- "შახტართან" მატჩამდე თბილისელები კიევის "დინამოს" დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ოლეგ ბლოხინმა აღნიშნა, რომ ქართველებს ძალიან ათლეტური გუნდი ჰყავთ. ეთანხმებით?
- დიახ, მათ დღესაც წარმოაჩინეს, რომ ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი.

- სწორედ ეს გახდა "შახტარის" წარუმატებლობის მიზეზი?
- არა, არა! ვფიქრობ, რომ ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ და მეტი საგოლე მომენტიც შევქმენით. უბრალოდ, ცოტა არ გაგვიმართლა.

* * *
უკრაინულმა გრანდმა ავსტრიულ შეკრებაზე სულ სამი შეხვედრა გამართა. საქართველოს ჩემპიონებთან თამაშამდე მირჩა ლუჩესკუს გუნდი "შკენდერბეის" დაუპირისპირდა, რომელსაც შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა, იქამდე კი რუსეთის პრემიერლიგის "კრასნოდარს" ანგარიშით 2:1 მოუგო.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
დინამო-შახტარი 1:0 - კარგი განწყობა ჩემპიონთა ლიგის წინ [VIDEO]
დუშან უჰრინი: დონეცკის "შახტარისთვის" მოგებული არ მქონდა
ჩისკო: დონეცკის "შახტართან" თამაში ამხანაგური იყო, მაგრამ - პრინციპული
გიორგი ლორია: სასიამოვნოა დონეცკის "შახტართან" მოგება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული