დუშან უჰრინი: დონეცკის "შახტარისთვის" მოგებული არ მქონდა

AutoSharing Option
23 ივნისს ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი თბილისის "დინამო" ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინის ჩემპიონ დონეცკის "შახტარს" დაუპირისპირდა.

დუშან უჰრინის შეგირდებმა უკრაინულ გრანდს ჩისკოს მიერ 34-ე წუთზე გატანილი გოლით სძლიეს.

შეხვედრის შემდეგ თბილისელთა თავკაცმა კომენტარი გააკეთა:

დუშან უჰრინი
"როგორც მოსალოდნელი იყო, რთული და საინტერესო შეხვედრა გამოდგა. მირჩა ლუჩესკუმ, რომელსაც რუმინეთიდან ვიცნობ, გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ათამაშა.

მატჩის წინ ვუთხარი
ფეხბურთელებს, რომ "შახტართან" ადრეც მქონდა ნათამაშები ფრედ, მოგებული არ მქონდა.

იმ ფეხბურთელებსაც მივეცით თამაშის შესაძლებლობა, რომლებ
საც წინა შეხვედრაში არ უთამაშიათ და მათი თამაშით კმაყოფილი ვარ. მეორე
ნახევარი უკეთ ჩავატარეთ.

ვაგრძელებთ მუშაობას და მზადებას სეზონისთვის".


www.fcdinamo.ge

ასევე იხილეთ:
დინამო-შახტარი 1:0 - კარგი განწყობა ჩემპიონთა ლიგის წინ [VIDEO]
დუშან უჰრინი: არ ვფიქრობ, რომ ქართველებს განსხვავებული მენტალიტეტი გაქვთ
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმ კადრებს ვუყურე გამიხარდა რომ მოვიგეთ მაგრამ უკრაინელების უპირატესობა აშკარა იყო და ბევრჯერაც გადავრჩით სამუშაო აშკარად ბევრი აქვს დინამოს
0

სიახლეები პოპულარული