ჩისკო: დონეცკის "შახტართან" თამაში ამხანაგური იყო, მაგრამ - პრინციპული

AutoSharing Option
23 ივნისს ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი თბილისის "დინამო" ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინის ჩემპიონ დონეცკის "შახტარს" დაუპირისპირდა.

დუშან უჰრინის შეგირდებმა უკრაინულ გრანდს ჩისკოს მიერ 34-ე წუთზე გატანილი გოლით სძლიეს.

შეხვედრის შემდეგ თბილისელთა ესპანელმა გოლეადორმა კომენტარი გააკეთა:

ჩისკო:
"ამხანაგური შეხვედრა გახლდათ, მაგრამ მაინც პრინციპული ჩვენთვის, ვინაიდან "დინამო" დიდი ტრადიციების გუნდია და მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადის.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ეს თამაში კარგი იყო კონდიციების ასამაღლებლად.

შეკრებაზე ყველაფერი კარგად მიდის და ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩემპიონთა ლიგის მატჩებს მაქსიმალურად მომზადებულნი შევხვდეთ".

www.fcdinamo.ge

ასევე იხილეთ:
დუშან
უჰრინი: დონეცკის "შახტარისთვის" მოგებული არ მქონდა

გიორგი ლორია: სასიამოვნოა დონეცკის "შახტართან" მოგება
დინამო-შახტარი 1:0 - კარგი განწყობა ჩემპიონთა ლიგის წინ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული