ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილმა "ტორპედომ" შეკრებაზე მეორე მატჩიც წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქედ სლოვაკური "ჟილინა" ერგო.

აქედან გამომდინარე, საინტერესო იყო, როგორ დასრულდებოდა საკონტროლო მატჩი იმერულ კლუბსა და სლოვაკეთის სხვა წარმომადგენელს შორის.

შეხვედრა, შეგახსენებთ, ავსტრიულ შეკრებაზე გაიმართა. ცნობისთვის, "კოშიცემ" სლოვაკეთის წინა ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.

24 ივნისის შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ახალგაზრდა ტორპედოელებმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მატჩი მაინც "კოშიცეს" გამარჯვებით დასრულდა.

ავსტრიულ შეკრებაზე შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას "ტორპედო" 27 ივნისს გამართავს. ჟერარდ სარაგოსას გუნდის მეტოქე კვლავ სლოვაკური კლუბი იქნება - მეორელიგელი
"პოდბრეზოვა".

იმედია, ქუთაისელები პირველ ავსტრიულ გამარჯვებას სწორედ ამ შეხვედრაში მოიპოვებენ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კოშიცე-ტორპედო 3:2
გოლები: 1:0 დუდა (41), 1:1 რ. ბარაბაძე (42), 2:1 დიაბი (63), 2:2 მარკოზაშვილი (70), 3:2 დიაბი (78)
ტორპედო: მიგინეიშვილი (71. მიქავა), ტაბატაძე (70. მთივლიშვილი), ნ. ჭანტურია, ზ. ჭელიძე (64. სანდოხაძე), ჩიტეიშვილი (64. უბილავა), ცინცაძე, გოროზია (81. ზარანდია), გიგაური (64. მარკოზაშვილი), კუხიანიძე (69. მზევაშვილი), ფანცულაია (46. დ. ჯიქია), რ. ბარაბაძე (81. კაპანაძე)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
წილისყრა. ქუთაისის "ტორპედო": "ჟილინა" - საუკუნოვანი ისტორია და ევროპული ამბიცია
ევროპის ლიგაზე ქუთაისის "ტორპედოს" პირველი მეტოქის ვინაობა გაირკვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული