აღმოჩენა: თბილისის "დინამო" ფიზიკურად ძლიერია

AutoSharing Option
ალბანეთის ჩემპიონის "შკენდერბეუ" (7:0) და რუსეთის პრემიერლიგელის, "კრანსოდარის" ძლევის (2:1) შემდეგ დონეცკის "შახტარი" ავსტრიულ შეკრებაზე პირველად დამარცხდა.

უკრაინის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტი თბილისის "დინამომ" 1:0 დაამარცხა.

აშკარაა, დონეცკის "შახტარი" ქართული კლუბისგან ასეთ თამაშს არ ელოდა. მათი ლიდერების კომენტარებში გაოცება იგრძნობოდა.

დონბასელებმა ხომ მანამდე ქართულ გუნდებთან გამართული ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგეს და მხოლოდ ერთი წააგეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აქედან, თბილისის "დინამოს" 3-ჯერ შეხვდნენ და 1995 წელს დამარცხდნენ (0:1). მაშინ დონეცკელებს გიორგი ქინქლაძემ გაუტანა.

საბჭოთა პერიოდში კი თბილისელების უპირატესობა აშკარა იყო: 78
შეხვედრაში 37 მოგება, 24 ფრე და 25 წაგება, ბურთების სხვაობა - 136:108.

ბრაზილიელმა ნახევარმცველმა დუგლას კოშტამ, რომელსაც გიორგი ლორიამ პენალტი აუღო, მატჩის შემდეგ თქვა:

"იშვიათი რამ შემემთხვა, პენალტი ვერ გავიტანე, მაგრამ ასეთი რამ ყველა მოთამაშეს შეიძლება დაემართოს.

ეს ტექნიკის არქონის ბრალი არაა, შემთხვევით მოხდა. ასე რომ, ხასიათის გაფუჭება არ ღირს... ჩვენი წაგება წვიმის ბრალი არ ყოფილა, რადგან ორივე გუნდი თანაბარ პირობებში ვთამაშობდით".


ტომაშ ხუბშმანი, "შახტარისა" და ჩეხეთის ნაკრების ნახევარმცველი:

"ბევრს ვუტევდით, სახიფათოდაც ვმოქმედებდით, მაგრამ ბოლო პასი არ გამოგვდიოდა.

დაღლილობაც გვეტყობოდა, ჩვენი მეტოქე კი კონტრშეტევებს კარგად იყენებდა. მათ ჩვენ ერთი შეცდომაც არ გვაპატიეს.

მალე თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ჩანდა, რომ მათთვის ეს მატჩი რიგითი დაპირისპირება არ იყო, თბილისელები დაცვაშიც კარგად გამოიუყურებოდნენ და მწვავე კონტრშეტევებიც გამოსდიოდათ.

გოლის შემდეგ დაცვაში უფრო მეტი ძალებით ჩაჯდნენ. ჩვენ მომენტებიც შევქმენით, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხეთ. მატჩის ბოლოს ემოციებმა იფეთქა, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ მათ ასეთი ემოციური ხასიათი აქვთ".


საინტერესო ფაქტი: ავსტრიაში თბილისელები კიევის "დინამოს" რომ შეხვდნენ, მათმა მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ ბლოხინმა თქვა - ქართველებს ათლეტური გუნდი ჰყოლიათო.

"შახტარის" ვებგვერდზე ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ალექს ტეიშეირამაც იგივე გაიმეორა:

"მეტოქემ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და მართლაც დაამტკიცა, რომ ფიზიკურად კარგად არის მომზადებული. მაგრამ არა მგონია, ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი ეს ყოფილიყო.

იმასაც ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო გუნდია მათ შორის, ვისაც ავსტრიაში შევხვდით. მიმაჩნია, დღეს ჩვენ უკეთ ვითამაშეთ. მომენტებიც საკმაოდ შევქმენით. უბრალოდ, არ გაგვიმართლა".


ლუიშ ადრიანო, "შახტარის" კაპიტანი:

"მიმაჩნია, რომ წაგებას არ ვიმსახურებდით. უკეთ ვითამაშეთ და უპირატესობას ვფლობდით. მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მომენტები გვქონდა, იღბალი არ გვწყალობდა და მათი რეალიზება ვერ შევძელით.

წინა მატჩებისგან განსხვავებით, დღეს ვერ გავიტანე. არადა, კარგად ვითამაშე და მოსაგებად ყველაფერი გავაკეთე".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო-შახტარი 1:0 - კარგი განწყობა ჩემპიონთა ლიგის წინ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
კველამ რო რაღაც აღიარა და ლუის ადრიანოს შერცხვა
0
აბა, ჩემპიონთა ლიგაზე გაგვაოცე დინამო
Georgi
13:55 25-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული