ჟერარდ სარაგოსა: ქუთაისის "ტორპედოს" შესწევს ძალა, პირველი ეტაპი გაიაროს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსა მულეტმა ევროპის ლიგის კენჭისყრაზე კომენტარი გააკეთა და მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე გამართულ საკონტროლო მატჩებში გუნდის გამოსვლა შეაფასა.

"მნიშვნელოვანი იყო ეს ამხანაგური თამაშები. უნდა გვენახა, თუ რამდენად იყვნენ ფეხბურთელები მზად როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად. ამიტომ უმეტესი მათგანი გამოვცადეთ.

გასულ მატჩებში ნათლად გამოჩნდა ჩვენს თამაშში ხარვეზები, რაც ბუნებრივი იყო, რადგან პირველად ითამაშა გუნდმა ასეთი შემადგენლობებით.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ გუნდი ერთ ოჯახად ყალიბდება. იმედია, გაწეული სამუშაო დაგვიფასდება და დროის სიმცირის მიუხედავად, 4 ივლისისთვის სათანადოდ ვიქნებით მზად.

რაც შეეხება ევროპის ლიგაზე ჩვენს მეტოქეს, სლოვაკეთის "ჟილინა" საკმაოდ ძლიერი და დიდი ევროპული გამოცდილების მქონე გუნდია. მიუხედავად ამისა, "ტორპედოს" მიზანი არის გამარჯვება და გულშემატკივრების გახარება. ჩვენს გუნდს შესწევს იმის ძალა, რომ გაიაროს პირველი ეტაპი"
- განაცხადა "ტორპედოს" თავკაცმა.

fctorpedo.ge


ასევე იხილეთ:
წილისყრა. ქუთაისის "ტორპედო": "ჟილინა" - საუკუნოვანი ისტორია და ევროპული ამბიცია
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები ფ.კ.კუთაისს(ტორპედოს,როგორც კართულ კლუბს ვერ შევეგუები!)!!!
არ შეიძლება ახალგაზრდა ბიჭებს შედეგი მოვთხოვოთ პირველივე თამაშებში ან წელსვე!ეს მომავალია და დიდი იმედი მაკვს კართულ-ესპანური ფეხბურთი დიდ შედეგებს მოიტანს!!!
akhali
16:38 26-06-2013
0
მა მ-ყვანის.
ramo
17:18 26-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული