21 წლის ფლანგის ნახევარმცველმა განვლილი სეზონის მეორე ნახევარი იჯარით "სიონში" გაატარა. ახლა კი ირაკლი "დინამოსთან" ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება და გუნდის მიერ ჩატარებულ სამივე საკონტროლო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
"დინამო" ძალიან მომენატრა, აქ ჯერ კიდევ აკადემიის პერიოდიდან, უკვე შვიდი წელი ვარ და თავს "დინამოს" დიდი ოჯახის წევრად მივიჩნევ.
ფეხბურთის ენა აქ ვისწავლე. "დინამოს" მაისურის ჩაცმა ყოველთვის ძალიან მახარებს. დაბრუნებულს, ვარჯიშებზე თავიდან ძალიან გამიჭირდა, არ ვიყავი ტონუსში. ძალიან მონდომებული ვარ, ვცდილობ, დარჩენა დავიმსახურო და
ვფიქრობ, საჭირო გამოცდილება მივიღე. კეთილგანწყობას ყველას მხრიდან ვგრძნობ. მწვრთნელიც ხშირად მიხსნის თამაშის ნიუანსებს, პლუს-მინუსებზე მითითებს. მეც ვცდილობ, მისი დავალებები შევასრულო.
შეკრებაზე ძლიერი მეტოქეები გვყავს, მათ წინააღმდეგ მეტი ყურადღებით თამაშს ვცდილობთ და ამ ეტაპზე ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ.
ძალიან მაგარ ადგილზე ვართ. პირობებიც კარგია. მხოლოდ ფეხბურთსა და ბურთზე ვფიქრობ. ყველანი გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს.
ფეხბურთელები ერთად ვუყურებდით კენჭისყრის მიმდინარეობას. შედარებით სუსტი მეტოქე შეგვხვდა და ჩვენი ვალია, ეს ეტაპი გადავლახოთ და შემდეგ წარმატებული გამოსვლით გულშემატკივარი გავახაროთ", - თქვა ლექვთაძემ.
fcdinamo.ge
ასევე იხილეთ:
წილისყრა. თბილისის "დინამო": ხანდახან ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს!