არადა, 26 წლის ეს ფეხბურთელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო "დილაში", სადაც "დინამო თბილისიდან" გადავიდა. "დილაში" მან ორი სეზონი ითამაშა, გუნდის აღორძინებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
კახელიშვილი გარემარბია, ორივე ფლანგიდან შეუძლია დაცვის დაწიოკება. თბილისის "ლოკომოტივი", რუსთავის "ოლიმპი" და "ვიტ ჯორჯია" - სადაც კი მივიდა, ყველგან გამოადგა გუნდს.
"ვიტ ჯორჯიამ" 2009 წელს სუპერთასი რომ მოიგო "დინამო თბილისთან" შეხვედრაში, იქაც მისი ფლანგური რეიდით გაიტანა გადამწყვეტი გოლი "ვიტ
ერთი სიტყვით, ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი ჯერჯერობით უგუნდოდაა. როგორც კახელიშვილმა გვითხრა, "დილასთან" განშორება მისი გადაწყვეტილება იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"